აქციის მონაწილეებს საქართველოს მეგობარი ქვეყნების პოლიტიკოსები მიმართავენ - "სირცხვილია"

საქართველო, თბილისი - 18:09 | 20.06.2022
ნანახია: 476

დღეს დაგეგმილ ევროკავშირის ინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით 5 ევროპარლამენტარი მიმართავს. ინფორმაციას აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს.

"სირცხვილიას" ცნობით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ.

რასა იუკნევიჩიენე

მარკეტა გრეგოროვა

ჟიგიმანტას პავილიონისი

ანდრიუს კუბილიუსი

ანა ფოტიგა

დღეს, 20 ივნისს, სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე