სამგორის გამგებელმა, რომელმაც აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა, ფეისბუქ-პოსტი წაშალა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 21.06.2022
ნანახია: 388

სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ აქციასთან დაკავშირებული პოსტი Facebook-დან წაშალა. მანამდე სამხარაძემ დაწერა, რომ მისი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც 20 ივნისს "შინ ევროპისკენ" აქციას დაესწრნენ "ქვეყნის მტრები და სი*ები არიან".

"გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ!

მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სირები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ", - წერდა კახა სამხარაძე.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე