პირადად ვთხოვე შემხვედროდა, სამწუხაროდ, პასუხი არ მიმიღია - კრამონი ღარიბაშვილზე

საქართველო, თბილისი - 17:58 | 22.06.2022
ნანახია: 375

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერში ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარების დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

ფონ კრამონი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში ყოფნისას სთხოვა შეხვედრა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

„მე მას პირადადაც კი ვთხოვე ბრატისლავაში, GLOBSEC-ზე ყოფნისას რომ შემხვედროდა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი. მე ამას ნამდვილად ვნანობ, მაგრამ სხვა რისი გაკეთება შეგვეძლო?“ - წერს ევროპარლამენტარი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე