როდესაც პრემიერი კოლეგას მიმართავს, მოდი და გამოექანეო, ეს პოლარიზაციის შემცირების მცდელობაა? - თამარ კორძაია

საქართველო, თბილისი - 18:31 | 22.06.2022
ნანახია: 457

როდესაც პრემიერ-მინისტრი კოლეგას მიმართავს, მოდი და გამოექანეო, არის თუ არა ეს პოლარიზაციის შემცირების მცდელობა? - იკითხა პარლამენტის დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

„საქართველოს 100 000 მოქალაქე, და 4 მილიონიც, დღეს პრემიერ-მინისტრისგან ელოდებოდა პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გააკეთებს 6 თვის განმავლობაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ მიიღეს“, - თქვა კორძაიამ.

თამარ კორძაიას თქმით, ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ის წარუმატებელი პრემიერია.

„მის მიერ არარაობად წოდებულმა ოპოზიციამ აჯობა და ამიტომ ვერ ვიღებთ, თურმე, კანდიდატის სტატუსს. და მან ვერ დაარწმუნა ევროპელები იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნოდა. ძალიან ვრცელი ტექსტი ჰქონდა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაერწმუნებინა, რომ მაგარია და კარგად ასრულებს ივანიშვილის დავალებებს“, - თქვა კორძაიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე