ვიყავი შეხვედრებზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ყველა მათგანი გვემუდარებოდა კანდიდატის სტატუსს. ნუ ცრუობთ - მარკეტა გრეგოროვა ღარიბაშვილს

საქართველო, თბილისი - 19:57 | 22.06.2022
ნანახია: 426

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ ქართველი ოპოზიციონერები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ევროპარლამენტარები, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ სიცრუეს უწოდებს.

„იყავით ბრიუსელში? მე არ მინაიხართ. თუმცა ვიყავი შეხვედრებზე ოპოზიციასთან და ყველა მათგანი გვემუდარებოდა კანდიდატის სტატუსს. ამიტომ, ნუ ცრუობთ. ჩამოდით ბრიუსელში და ვისაუბროთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი“, - წერს გრეგორევა ტვიტერზე.

დღეს პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ბრიუსელში დადიოდნენ, რომ ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე