უნდა მიემართა ხალხისთვის, რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი, ამის ნაცვლად იყო ზიზღის და უწიგნურობის ნიაღვარი - ხიდაშელი ღარიბაშვილის გამოსვლაზე

საქართველო, თბილისი - 23:40 | 22.06.2022
ნანახია: 586

უნდა მიემართა ხალხისთვის, რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი, ამის ნაცვლად იყო ზიზღის, შეურაცხყოფის, უწიგნურობის და სიბრიყვის ნიაღვარი, - ასე ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას პარლამენტში.

 „არადა სინამდვილეში ეს გამოსვლა 22 ივნისს როგორ წინასწარ არის გაწერილი ისტორიის მიერ:

- უნდა მიემართა ხალხისთვის რომ ზუსტად გაიგო მანიფესტაციის გზავნილი და პირველია ამ საქმეში ევროპისკენ,

- უნდა ელაპარაკა ევროკავშირის გასაგონად რეფორმების დღის წესრიგზე;

- უნდა დაეთქვა ვადები;

- უნდა მოეტანა დიდი დაფა ჩამოწერილი 12 პუნქტის შესრულების გეგმით, მოეწერა ხელი იქვე და ეთქვა რომ ეს ითხოვა ხალხმა 20-ში და მიემართა ყველა იქ მყოფისთვის მოეწერათ ხელი და დაეწყოთ რეფორმები …

ამის ნაცვლად იყო ზიზღის, შეურაცხყოფის, უწიგნურობის და სიბრიყვის ნიაღვარი“, - წერს ხიდაშელი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე