მართლაც ისტორიული დღეა, მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 00:03 | 24.06.2022
ნანახია: 382

ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ, განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე