დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა - ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას
საქართველო, თბილისი - 15:11 | 24.06.2022 ნანახია: 477
მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ყველა ის პირობა, რომელიც არის ჩვენი, ანუ მმართველი ძალის განსახორციელებელი, ამის პირობას ვაძლევ ჩვენს ხალხს, რომ რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა პირველ პირობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნახევარი პასუხისმგებლობაა მთავრობის, ხოლო ნახევარი - ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა.
„რაც შეეხება პირველ პირობას და პრიორიტეტს, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებშია, პირველ რიგში და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, რომ ქვეყანაში იყო მშვიდობა და ჩვენს ხალხში, საზოგადოებაში იყოს მშვიდობა და მათ შორის, პოლიტიკურ მმართველ ძალებში არ იყოს ასეთი გაუთავებელი ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა. აქ, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ნახევარი ჩვენი პასუხისმგებლობა არის და ნახევარი, რა თქმა უნდა, არის ოპოზიციის ვალდებულება და მათი პასუხისმგებლობა. ჩვენ მათ გარეშე ამ პირველ პირობას ვერ შევასრულებთ. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით მზაობას და ახლაც, დღესაც ვადასტურებ ამ ტრიბუნიდან, თქვენს წინაშე, ხალხის წინაშე, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული კონსტრუქციული დიალოგისკენ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა. პირველი პირობა, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, არის სწორედ პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად არის ძალიან მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. შემთხვევითი არ არის ის, რომ პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში გავაკეთებთ, ყველაფერს შევასრულებთ, რაც ჩვენს მხარეს არის და ჩვენი გასაკეთებელია, დანარჩენი, რა თქმა უნდა, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მინდა მოვუწოდო ჩვენს ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















