პოზიციას არ ვცვლი: ვედრებოდით რა უკრაინას, მოლდოვას და მათ მიღწევებს, ვთვლით, რომ ბევრად წინ ვართ - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:12 | 24.06.2022 ნანახია: 507
მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი: თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის სტატუსს, ვედრებოდით რა უკრაინას, მოლდოვას და მათ მიღწევებს, დამსახურებას, ჩვენ ვფიქრობთ და დღესაც ვთვლით, რომ ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ ევროინტეგრაციის მიმართულებით ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგა ბოლო 10 წლის განმავლობაში.
„მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო: ჩვენს მიერ განსახორციელებელი ყველ ქმედითი ნაბიჯი იქნა გადადგმული ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა - ყველა პირობა შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ხალხის წინაშე. თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი ხალხის 85 პროცენტი ითხოვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ასე არის ნამდვილად. სწორედ ამ სულისკვეთებით, ამ პასუხისმგებლობით ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ხალს და ქვეყანას. სწორედ ამიტომ მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა ის ჩამოთვლილი რეალური ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს: მე და ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელი ძალიან ღიად ვსაუბრობდით ამის თაობაზე. ჩვენ არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ჩვენ როგორ შეგვეძლო, რომ ევროპის მაგივრად ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. მე მინდა განვმარტო ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით, რომ კანდიდატის სტატუსი ორ ქვეყანას მიეცა, ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. ორ ქვეყანას, უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრა მთელი რიგი პირობებისა ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ჯერ ავანსად მიიღეს საჩუქარი, დავარქვათ ამას საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განესაზღვრა, რომ მათ უნდა შეასრულონ ყველა ის პირობა. პირობები აქვს უკრაინას, აქვს მოლდოვას და აქვს საქართველოს. ერთადერთი განსხვავება ჩვენს შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარ ჩვენ ავანსად არ მიგვიღია. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების საჯარო, მკაფიო განმარტებები, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ და მისცეს უკრაინას, იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში. მეორე - მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვს ჩასატარებელი, მათ შორის, საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ, ალბათ, უტრირებულად რომ ვთქვათ, გასულ საუკუნეში დავასრულეთ. მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი: თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის სტატუსს, ვედრებოდით რა უკრაინას, მოლდოვას და მათ მიღწევებს, დამსახურებას, ჩვენ ვფიქრობთ და დღესაც ვთვლით, რომ ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ სტატუსზე გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება“, - განაცხადა პრემიერმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















