დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ევროპა გახადონ ჩვენთვის, როგორც ლიტონი სიტყვა. ვითომ - ფუყე, ვითომ - არაფრისმომცემი. ისინი თვითონ გველინებიან დეზინფორმაციის რუპორებად - ოქტაი ქაზუმოვი
საქართველო, თბილისი - 22:03 | 24.06.2022 ნანახია: 580
დღეს ჩვენ მოვალენი ვართ, ხიდათ ვიქცეთ მომავალი თაობისა. ჩვენ უნდა გავბედოთ დღეს, რომ ვიქცეთ საქართველოს და ევროკაშვირს შორის ხიდად და უნდა იცოდეთ, რუბიკონი უკვე გადალახულია, - განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მწერალმა და მთარგმნელმა, ოქტაი ქაზუმოვმა.
მისი თქმით, დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ევროპა გახადონ , როგორც ლიტონი სიტყვა. ვითომ - ფუყე, ვითომ - არაფრისმომცემი. „ისინი თვითონ გველინებიან დეზინფორმაციის რუპორებად“.
„დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ ევროპა გახადონ ჩვენთვის, როგორც ლიტონი სიტყვა. ვითომ - ფუყე, ვითომ - არაფრისმომცემი. ისინი თვითონ გველინებიან დეზინფორმაციის რუპორებად. არადა, იდეამ, ევროპისამ გამოიარა, ფარტაზის გული, გამოიარა იოანე ათონელის გული, დავით აღმაშენებლის გული, როდესაც მან 80 ბავშვი გაგზავნა ბიზანტიაში განათლების მისაღებად. იდეამ, ევროპისამ, გამოიარა სულხან-საბას გული და ყველა ქართველი მეფის გული, რომელიც ისწრაფვოდა დასავლეთისკენ. იდეამ, ევროპისკენ, გამოიარა დავით და იოანე ბატონიშვილების გული. იოანე ხელაშვილის გული, რომელიც სოლომონ დოდაშვილის მასწავლებელი იყო. გამოიარა სოლომონ დოდაშვილის გული და გამოიარა, დიდი თერგდალეულების გულებ. გამოიარა 1918 წლის პირველი რესპუბლიკის მესვეურთა გულები და ვინ მიგდია ივანიშვილი და მონანი მისნი, რომ სტადია შეაჩერონ ისტორიული, მარადიული სწრფავ ჩვენი ქვეყნისა დასავლური ოჯახისაკენ, რამეთუ ჩვენ ვართ წევრნი დასვლური ოჯახისა.
მეგობრებო, როდესაც დიდი ილია მგზავრის წერილებში, როდესაც ლელთ ღუნია გულისტკივილიოთ ამბობს, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნოდესო“ და დღეს განმარტავენ რომ გვეკუთვნოდესო. კი ბატონო გვეკუთვნოდეს, მაგრამ გვეყუდვნოდეს ნიშნავს, მხარის აბმას, ერთმანეთზე მიყრდნობას, დაყრდნობას, როგორც დღეს ამის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ. სწორედ იმ იდეას გულისმხმობდა, რომ მოქალაქეთა შორის, უნდა იყოს ერთი აზრი, იდეა, მომართულობა, მიზანსწრაფულობა. ჩენი თავი ჩვენამდვე გვეყუდვნოდეს არ ნიშნავდა იზოლაციონალისტობას, ჩენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნდეს არ ნიშნავდა ნაჭუჭში ჩაკეტვას. პირიქით, კოალიციურობა! აი, ეს არის, ნამდვილი ძალა. ჩვენ იმიტომ გვინდა ევროპაშ, რომ ევროპა არის, თანასწორთა კოალიცია, ევროპა არის მოძმე სახელმწიფოთა კოალიცია, ევროპა არის ძმობის კოალიცია.
როგორც ვაჟა ამბობდა, დღეს ვართ იმ ვითარებაში, „გაღმით შენა ხარ, გამოღმით მზე, შუა ჩამოგვდის მდინარეო“. დღეს ეს ბარიერი ჩვენსა და ევროპას შორის, არის ეს რუსეთუმე მთავრობა. და დღეს ჩვენ მოვალენი ვართ, ხიდათ ვიქცეთ მომავალი თაობისა. ჩვენ უნდა გავბედოთ დღეს, რომ ვიქცეთ საქართველოს და ევროკაშვირს შორის ხიდად და უნდა იცოდეთ, რუბიკონი უკვე გადალახულია“, - თქვა ოქტაი ქაზუმოვმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















