ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“ - კახა ოქრიაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:24 | 27.06.2022 ნანახია: 862
პარტია "პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“. ოქრიაშვილმა ხალხს 3 ილნისს რუსთავზე გასვლისკენაც მოუწოდა. კახა ოქრიაშვილის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"დღეს, 27 ივნისს, ივანიშვილის ღარიბაშვილმა გააჟღერა რამდენიმე მესიჯი, რომელიც შეიძლება ორ ძირითად გზავნილად შემოგთავაზოთ:
1. ქვეყანას აქვს არნახული ეკონომიკური ზრდა და წინსვლა ყველა მიმართულებით, 2012 წლის შემდეგ. აქვე, 2012 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მოლდოვაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 3 045 $-ს, ხოლო საქართველოში 4 421 $-ს. 2020 წელს, მოლდოვაში მშპ ერთ სულზე შეადგენდა 4 547 $-ს, ხოლო საქართველოში - 4 256 $-ს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოლდოვამ 2020 წელს პირველად გაგვისწრო მთავარ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. აღარ ტყუვდება ჩვენი მოსახლეობა, რადგან ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტით. განგებ მოვიყვანე მოლდოვას მაგალითი, რადგან ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვა განთავისუფლდა ოლიგარქისგან, ამიტომაც მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ახლა უსწრაფესი ტემპებით განავითარებს თავის ეკონომიკას.
2. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დესტრუქციულ ძალებს არ მისცემს საშუალებას, შეაფერხონ ქვეყნის განვითარება. რომელ განვითარებაზეა საუბარი?! 2012 წლის შემდეგ გვაქვს სრული უკუსვლა, რეგრესი ყველა მიმართულებით: ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები, სასამართლო, უსაფრთხოება, მიგრაცია - ქვეყანას აკარგვინებენ პერსპექტივას, ქვეყანას გვიკლავენ! საქართველოს მოსახლეობის 90 % ითხოვს ევროკავშირის წევრობას, ბიძინა ივანიშვილი კი რუსეთის ბრძანებებს ასრულებს და რუსეთისკენ მიდის. ღარიბაშვილი 20 და 24 ივნისს ქუჩაში გამოსულ ხალხს დესტრუქციულს უწოდებს - არცერთ ამ აქციაზე პარტიები არ ყოფილან წარმოდგენილი. „ოცნება“ ქართველი ხალხის 90%-ს და ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ვისაც შეხება აქვს საქართველოსთან, დესტრუქციულ ძალას და ნაციონალებს უწოდებს.
ერთადერთი დესტრუქციული ძალა საქართველოში არის ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ერთპიროვნული მართვის ინსტრუმენტით, რომელსაც ჰქვია „ოცნება“. ამ ინსტრუმენტმა ჩამოყვანა 3 წლის წინ, ზუსტად 20 ივნისს გავრილოვი, რაც პირდაპირ მოღალატეობრივი ქმედება იყო. „ოცნება“ ღალატის პარტიაა !
3 ივლისს, რუსთაველზე, ვაჩვენოთ ხალხის კონსტრუქციული, მშვიდობიანი ძალა დესტრუქციულ ოლიგარქს!", - განაცხადა ოქრიაშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















