ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს - ილვესი კობახიძეს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 28.06.2022
ნანახია: 680

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი "ტვიტერზე" ეხმიანება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც შვედეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს კორუმპირებული უწოდა.

"როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს", - წერს ილვესი.

23 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შვედეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ კარლ ბილდტს კორუმპირებული უწოდა.

მანამდე კი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბილდტის ცოლის კომპანია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტი იყო და საქართველოს ბიუჯეტიდან "მილიონები აქვს მოპარული". ამის საპასუხოდ ბილდტმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი "შეკეთებას აღარ ექვემდებარება"


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე