მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად - ნატო-ს დეკლარაცია

საქართველო, თბილისი - 19:05 | 29.06.2022
ნანახია: 339

ნატო-ს მადრიდის სამიტის ბოლოს მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

დეკლარაციის მიხედვით, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად.

„ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ ახალი ზომების გადაწყვეტილება ჩვენი პატნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოს და მოლდოვის რესპუბლიკის სპეციალიზებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად. ჩვენ ვმუშაობთ მათთან მათი ერთიანობისა და მდგრადობის გასაძლიერებლად, შესაძლებლობების განვითარებისთვის და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენი სამხრეთის პარტნიორების შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამიტის მონაწილეებს ჰქონდათ შეხვედრები და აზრთა გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთის, უკრაინის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებთან და ასევე, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.

ამასთან, სამიტზე მიიღეს ნატო-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელში ხაზგასმულია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის და ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მიმართ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე