ნატოს მადრიდის სამიტზე “საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი” დამტკიცდა
საქართველო, თბილისი - 00:13 | 30.06.2022 ნანახია: 645
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს მადრიდის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პრაქტიკულ ასევე პოლიტიკურ განზომილებაში.
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება, გადამწყვეტია რეგიონალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. საქართველო მიესალმება მადრიდის სამიტზე მოკავშირეების მიერ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის“, დამტკიცებას. დოკუმენტი შეიცავს საქართველო თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარების და ამ პროცესში ნატო-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს. ზემოაღნიშნული ახალი ინსტრუმენტი, ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან ერთად, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოვებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
საქართველო მიესალმება სამიტის მიერ ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის დამტკიცებას. ახალ კონცეფციაში ჯეროვნად არის ასახული შეცვლილი გეოპოლიტიკური გარემო და წარმოქმნილ საფრთხეებისადმი ალიანსის გრძელვადიანი პასუხი.
მისასალმებელია, რომ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში შესაბამისად აისახა ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება თავად აირჩიოს საგარეო-პოლიტიკური კურსი და ამ პროცესში ნებისმიერი გარე ჩარევის მცდელობა მიუღებელია.
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ნატო-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მადრიდის სამიტზე მიღებულ არაერთ დოკუმენტში.
საქართველო მიესალმება, მადრიდის სამიტზე წევრი ქვეყნების უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
მივესალმებით ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით მადრიდის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ვულოცავთ ფინეთს და შვედეთს ალიანსში მიწვევას. მათი გაწევრიანებით კიდევ უფრო გაიზრდება უსაფრთხოების არეალი ევროპაში და გაძლიერდება ალიანსი. საქართველოსთვის, როგორც ასპირანტი ქვეყნისთვის ეს პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია ვინაიდან ეს წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკის რეალურ განხორციელებას. ასევე, მივესალმებით ალიანსის გადაწყვეტილებას გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
საქართველო განსაკუთრებით აფასებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ მტკიცე მხარდაჭერის გზავნილებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მთელი რიგი გადაწყვეტილებები კი ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცებას და კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს მის საბოლოო მიზანთან - ნატო-ში წევრობასთან".
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















