უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან 5 მლნ გირვანქა სტერლინგის გამოყოფას - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:45 | 30.06.2022
ნანახია: 460

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს.

“უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან 5 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს”,- აღნიშნავს პრემიერი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე