MAN-ის ახალი სტრატეგია - ელექტროტრანსპორტის მომავალი
საქართველო, თბილისი - 18:45 | 11.07.2022 ნანახია: 982-
MAN-ის ფართო პორტფელი ყველა დანიშნულების საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტულ ავტობუსებსა და მიკროავტობუსების ახალ მოდელებს აერთიანებს
-
გერმანული ბრენდი ყურადღებას ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე, ელექტრომობილობასა და ციფრულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილებს
-
სრულად ელექტრიფიცირებული MAN Lion's City E-ს წარმატება ევროპაში
MAN Truck & Bus-მა „NewMAN“ სტრატეგიის მიხედვით მომავლის მიმართულება განსაზღვრა. ახალი დევიზით - „ბიზნესის გამარტივებისთვის“ - მათი მთავარი მიზანია, გადამწყვეტი როლი ითამაშონ მობილობის გამარტივებაში.
კომპანია ორი ბრენდის - MAN-ისა და NEOPLAN-ის მომხმარებლებს საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უახლეს მოდელებს სთავაზობს.
"Covid-19-მა ადამიანებსა და ბაზრებზე საგრძნობი ზემოქმედება მოახდინა. პანდემია განსაკუთრებით რთული გამოდგა საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსების წარმოების სექტორისთვის. მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, MAN-ისა და NEOPLAN-ის ბრენდების ბაზრის წილი სტაბილურად გაიზარდა. თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ მომავლის ტექნოლოგიებზე, რათა შევინარჩუნოთ ინტერესი. ნულოვანი ემისიის მობილობის, დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის ტენდენციები სწრაფი ტემპით ცვლის მსოფლიოს. ახალი NewMAN სტრატეგია საფუძველს იძლევა MAN-ის ბრენდის რეორგანიზაციისთვის და ჩვენ, ჩვენი ძლიერი გუნდით, ამ ძირეული ცვლილებებისთვის მზად ვართ“, - ანდრეას ტოსტმანი, MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ახალი სტრატეგიის მიხედვით, MAN Truck & Bus მაქსიმალურად მოქნილი უნდა გახდეს. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე და მათ, როგორც „ჭკვიანი ინოვატორის“, როლზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ელექტრომობილურობაზე და წყალბადზე, როგორც ალტერნატიულ საწვავზე.
MAN Lion's City E: სრულად ელექტრიფიცირებული საქალაქო ავტობუსი
MAN-ის ახალი სტრატეგია და ინოვაციური ავტობუსები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კომპანია განვითარების ახალ ეტაპზეა. ბრენდის მთავარი მიზანია, დაიხვეწოს სრულად ელექტრიფიცირებული Lion's City E, ასევე, MAN Truck & Bus-ის მდგრადი სერიის მოდელები და გამოიყენოს ისინი ურბანული მობილობისთვის.
MAN Lion's City E თვეებია, ევროპის ქალაქებში წარმატებით გამოიყენება და მის პროცესებში ინტეგრირებაზე კომპანია უკვე მუშაობს.
„ავტობუსები უკვე მიიჩნევა ყველაზე ეკოლოგიურ და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებად. CO2 -ის გამონაბოლქვის შემცირებაზე მთელს მსოფლიოში მუშაობენ. დღესდღეისობით უფრო და უფრო მეტი საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია ითვალისწინებს ამას და ახალი ავტობუსების შეძენისას მხოლოდ ბატარეებზე მომუშავე საქალაქო ავტობუსებს ირჩევს“, - რუდი კუხტა, MAN Truck & Bus-ის ავტობუსების ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი.

ახალი MAN Lion's Intercity LE მსოფლიო ბაზარზე პირველად წარდგება
MAN-ი Lion's Intercity LE-ს პირველად წარადგინეს და კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ავტობუსი ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. MAN-ის ავტობუსების ოჯახის უახლესი წევრი ინოვაციურობით გამოირჩევა. ავტობუსის დიზაინი მისი მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, როგორც საქალაქო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით.
ახალი მოდელების სერია ავტობუსის სამ მოდელს ჩაანაცვლებს. გეგმის მიხედვით, 2023 წლიდან ახალი Lion's City „MAN EfficientHybrid“ ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვება. მომხმარებლები პირველ ეტაპზე ორ საქალაქთაშორისო ვერსიას - Lion's Intercity LE 12-სა და Lion's Intercity LE 13-ს იხილავენ. მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება.

MAN უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ახალი სისტემების ფართო სპექტრს ქმნის
უსაფრთხოება ის მიმართულებაა, რაზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ. ახალი სისტემების დახმარებით მძღოლებს საგრძნობლად უმარტივდებათ სხვადასხვა საჭიროებისთვის შექმნილი ავტობუსების მართვა.

მაგალითად, მიმდინარე წლიდან MAN ComfortSteering - საჭის ელექტრონული დამხმარე სისტემა MAN-ისა და NEOPLAN-ის ავტობუსებში დამონტაჟდება. ეს საჭის მართვის მთელ პროცესს ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.
ახალ ავტობუსებში დამონტაჟდება ზოლში დაბრუნების დამხმარე სისტემა (LRA). ასევე, ქალაქში მოძრაობისას იმოქმედებს მობრუნების ასისტენტი და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის სისტემა.
--
MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















