"ტოიოტა ცენტრი თეგეტას" ახალი გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი გახდა
საქართველო, თბილისი - 17:40 | 18.07.2022 ნანახია: 614
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი იაპონური ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობაში წლებია მუშაობს და კომპანიის განვითარების გზას კარგად იცნობს. 6 წლის განმავლობაში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების გუნდში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, ბოლო 2 წელი კი “ტოიოტა კავკასიაში“ მუშაობდა, რომელიც ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოსა და აზერბაიჯანში. „ამ გუნდში ყოფნამ მომცა უზარმაზარი გამოცდილება და საშუალება სხვა კუთხით დამენახა კომპანიის განვითარების შესაძლო გზები.“
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ დღეს საკმაოდ წარმტებული კომპანიაა, ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების ნდობა როგორც სერვისის ასევე ავტომობილების გაყიდვის მიმართულებით მოიპოვა.
„ტოიტოა ცენტრი თეგეტას“ 8-წლიანი არსებობოს მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილად შესრულებისთვის. ევროპელი და იაპონელი კოლეგების შეფასებით კომპანია „ტოიოტა ევროპის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებს.
იაპონური ბრენდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო კაიზენის ფილოსოფიისადმი ერთგულებაშია, ეს პრინციპი კი გულისხმობს მუდმივ სწრაფვას სრუყოფილებისაკენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პრინციპის დაცვა და ვეცდები მაქსიმალურად გავაუმჯობესო არსებული სერვისები, რაც მოგვცემს საშუალებას მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს“.
მარიამ მელიაშვილს ახალ პოზიციაზე საკმაოდ რთული გამოწვევები დახვდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ჯერ კიდევ პანდემიაში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება. მოკლევადიანი მიზნებიც სწორედ მის აღმოფხვრას ეხება, გრძელ ვადაში კი იმ სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.
„სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მთავარი იქნება ის, რომ უმტკვნეულოდ მოვახერხოთ და გადავაგოროთ მიმდინარე პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილების დეფიციტთან. ჩვენი მიზანია ეს დანაკლისი შევავსოთ მეორადი ავტომობილებით, რომელთა შემოწმება და შეკეთება ტოიოტას ოფიციალური პროგრამის - Approved Used-ის ფარგლებში ხდება. ხოლო, გრძელვადიანი გეგმა ავტმობილთან დაკავშირებული პროდუქტების უფრო მეტად განვითარებაა. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მარტივად, ერთ სივრცეში, მიიღოს ნებისმიერი მომსახურება. ტოიოტა ცენტრი თეგეტაში ეს პროცესი დაწყებულია და ვფიქრობთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარებას“.

მარიამ მელიაშვილი ახალ პოზიციაზე სამუშაოს დაწყებას არსებული ვითარების ანალიზით გეგმავს. მთავარი მოტივაცია მისთვის ერთიანი, შეკრული გუნდია, რომელიც ერთდროულად ბედნიერი და საქმეზე ორიენტირებულია.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ერთი მხრივ ზურგს უმაგრებს რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი „თეგეტა ჰოლდინგი“, მეორე მხრივ კი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ტოიოტა კავკასია“. ეს ყველაფერი კი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს ამბიცია საუკეთესო მომსახურებაზე საქართველოში. სწორედ ამის გააზრება და განხორციელება იქნება ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის მიზანი. მჯერა, რომ იაპონური ბრენდის სტანდარტების დაცვით „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ საინტერესო პროექტებს დავნერგავთ”.
მისი დევიზი სწორედ გუნდურობიდან მოდის. მიზანი ღიაობა, სამართლიანობა და ჯანსაღი მსჯელობაა, რაც საქმეს კიდევ უფრო ამარტივებს და აუმჯობესებს.
„გუნდური მუშაობა ჩემთვის ყველაზე მთავარია. ვცდილობ ყველა ადამიანის მხრიდან შევხედო ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყევტილება. მგონია, რომ სწორი გადაწყევტილებები ჯანსაღი დისკუსიის და აზრთა გაცვლის შედეგად მიიღწევა. სწორედ ამიტომ, ჩემი დევიზი გუნდურობაა“.
დიდ გუნდთან ერთად გეგმავს, განახლებული ძალებით, ტოიოტა ცენტრი თეგეტას განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და იაპონური ბრენდის მომხმარებლისთვის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















