გალტ & თაგარტის მხარდაჭერით გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების მასტერკლასი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:00 | 20.07.2022 ნანახია: 768
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 21 ივლისს, 17:00 საათზე „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ საგანმანათლებლო სერიის ფარგლებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ემისიების შესახებ მასტერკლასი ჩატარდება.
ღონისძიება ისეთი თემების განხილვას დაეთმობა, როგორიცაა: ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზარი; ESG/მწვანე ობლიგაციების ჩარჩოს შემუშავებისა და მეორე მხარის მოსაზრების მოპოვების პროცესი; მსგავსი ემისიის შემდგომ, ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნები. კომპანიები ასევე შეიტყობენ თუ რა ტიპის მხარდაჭერის მოპოვება შეუძლიათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) ESG/მწვანე ინსტრუმენტების ემისიის ფარგლებში.
მასტერკლასის მიწვეული სპიკერები არიან: Honorata Fijalka (REGIO Lead Europe Central Asia: IFC) და ბორის ჯანჯალია (IFC-ის კორპორაციული მმართველობის ოფიცერი).
„მასტერკლასი კომპანიებს საჭირო ინფორმაციასა და სასარგებლო რჩევებს მიაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ობლიგაციების ბაზარი და თუ როგორ მოიპოვონ დაფინანსება მსგავსი პროექტებისთვის. ეს ერთის მხრივ, კომპანიებს სამომავლო განვითარებაში დაეხმარება, ხოლო მეორეს მხრივ, მდგრადი, ეკომეგობრული და სოციალური პროექტების განხორციელებით, გრძელვადიან სარგებელს მოუტანს მთელს საზოგადობას. ESG ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - ჩვენს მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას ვთავაზობთ, რომელიც ESG პროექტების ჩარჩოს შემუშავებასა და მათ განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოზიდვაში ეხმარება. მოხარული ვართ, რომ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ქართული კომპანიების მიერ კაპიტალის ბაზრების უკეთ ათვისებას და გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი ემისიების განხორციელებას“, – განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.
შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს, აღნიშნული ბმულის მეშვეობით შეუძლია: https://bit.ly/3PvFDb2
ინფორმაციისთვის, „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს Galt & Taggart, BDO Georgia-სთან ერთად. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნულ ბმულზეა ხელმისაწვდომი: https://cms.org.ge/
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















