დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 15:07 | 27.07.2022 ნანახია: 551
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა. ის აღარ არის პოლიტიკაში. ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, ომის საფრთხეებთან მიმართებით მმართველი გუნდის პოზიციაზე, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შეფასება სწორია და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს, პირველ რიგში, დაცული. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის - ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ძალიან განვიცდით, რაც ხდება უკრაინაში, ყველანაირად ვუთანაგრძნობთ მას და მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებიდან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ქართული ოცნება“ ატარებს ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ატარებს ქართველი ხალხის ინტერესებს პირველ რიგში და ჩვენ ამას ყოველთვის გავაკეთებთ, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ხალხს, კულტურას, წარსულს და ღირებულებებს. ზუსტად ამ მოცემულობით ვჭირდებით ევროპას და ამით ვართ საინტერესო ევროპული ქვეყნებისთვის, რომ გაგვაჩნია უდიდესი ტრადიცია, ვართ უდიდესი კულტურის ქვეყანა, გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ამ ღირებულებებით გვინდა ევროპული არჩევანი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















