საუკუნის პროექტი - რიკოთის გზის მშენებლობა „თეგეტა რენტალსის“ მხარდაჭერით ხორციელდება
საქართველო, თბილისი - 17:44 | 27.07.2022 ნანახია: 586
საქართველოს ჩქაროსნული გზის მშენებლობის ერთ-ერთი გარდამტეხი პროექტი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზებაა. სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგ აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მონაკვეთის დაფარვა განახევრებულ დროში იქნება შესაძლებელი.
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, „თეგეტა რენტალსი“, საუკუნის პროექტის აქტიური მხარდამჭერია. კომპანიამ სამუშაოები ურთულეს გეოგრაფიულ მარშუტზე ჩაატარა, სადაც სპეციალურად პროექტისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციადაა დაყოფილი. 51.6 კმ-იანი გზა 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. „თეგეტა რენტალსმა სამუშაობი სამ სხვადასხვა უბანზე განახორციელა.
„ჩვენთვის რიკოთის საავტომობილო გზის მოდერნიზების პროექტში ჩართვა ნამვილად საამაყოა. ,,თეგეტა რენტალსი“-სთვის ძალიან მნიშვნელოვანია წვლილის შეტანა, სახელმწიფოს განვითარებისკენ მიმართულ მსგავს პროექტებში. ორ მთავარ მონაკვეთზე, საერთო ჯამში ჩვენი ათამდე ერთეული ტექნიკა იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ორი JCB-ის უახლესი ექსკავატორი, რომლითაც სამუშაოები ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე ჩატარდა. უბისა-შორაპნის მონაკვეთის ურთულესი რელიეფისთვის კი თურქეთიდან XCMG-ის 130 ტონა ტვირთამწეობის ამწეკრანი ჩამოვიყვანეთ და ჩვენი გუნდის წარმოამდგენლების დახმარებით სამუშაოები წარმატებით განვახორციელეთ“ - აცხადებს ლევან ვარშანიძე, „თეგეტა რენტალსის“ დირექტორი.

,,თეგეტა რენტალსი,, აქტიურად არის ჩაბმული მესამე სექციის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მოდერნიზებაშიც, სადაც სამუშაოებს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალი“ აწარმოებს. პარტნიორობის ფარგლებში „თეგეტა რენტალსი“ მშენებლობის პროცესში სპეციალური ტექნიკის მიწოდებას უზრუნველყოფს და გამოცდილი ოპერატორების დახმარებით პროცესებს შეუფერხებელად მართავს.
„მოგეხსენებათ, რომ რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და სამუშაობს ძალიან რთულ მონაკვეთებზე ვახორციელებთ. პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენთვის პრიორიტეტული იყო ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც ექნებოდა შესაბამისი რესურსი მშენებლობის ბოლომდე ყოფილიყო ჩვენი პარტნიორი. „თეგეტა რენტალსის“ წარმომადგენლებმა შეძლეს ყველა საჭირო ტექნიკით ჩვენი მომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გუნდი სრულად ჩაერთო პროცესებში და მათი დახმარებით, სამუშაოები დათქმულ ვადებში ხორციელდება“, - ჩენგ ხიანგი, გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი.
რიკოთის ავტომაგისტრალის პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო, მისი ღირებულება 2 მილიარდ ლარს აჭარბებს. პროექტი 2024 წელს უნდა დასრულდეს.
--
„თეგეტა რენტალსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია, „თეგეტა რენტალსი“ 2019 წელს სამშენებლო ბაზრის ხელშეწყობის მიზნით დაარსდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი სახის სამშენებლო და სპეციალური ტექნიკის იჯარას გამოცდილი ოპერატორებით, როგორც დღიური, ასევე გრძელვადიანი საჭიროებისთვის. კომპანიის საქმიანობაში შედის სპეციალური ტექნიკით მომსახურება მიწის სამუშაოებისა და ინერტული მასალების ტრანსპორტირების მიმართულებით. „თეგეტა რენტალსი“ ბაზარზე მსოფლიო წამყვანი ბრენდების უახლეს მოდელებს წარადგენს. მათ შორის: Man, JCB.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















