კონგრესმენი კინზინგერი საქართველოსთვის ამერიკული HIMARS-ის გადაცემის ინიციატივით გამოდის

საქართველო, თბილისი - 12:39 | 01.08.2022
ნანახია: 392

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემის, HIMARS-ის გადაცემის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კონგრესმენი Twitter-ზე წერს და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტს აზიარებს, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.

"რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას... როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!", - წერს კინზინგერი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე