საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 10:36 | 03.08.2022 ნანახია: 569
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის 2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. რაც იმას ნიშნავს რომ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან მიზანდასახული და არ აშინებთ გამოწვევები, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ სრული დაფინანსება დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლისთვის. მათ შორის, MBA-ის STEM-ის თუ სხვა მიმართულებით.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი 1 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას დაუფინანსებს არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთ ხარჯებს, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და სხვა. საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით, 2013 წლიდან მოყოლებული, უკვე 20-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში. მათ რიცხვს წელს შეემატა კიდევ 3 ახალი სტიპენდიატი.
„საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც ხელს ვუწყობთ სტუდენტებს, რომლებმაც მიზნად მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა დაისახეს.
ჩვენი მხარდაჭერითა და დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა 20 საუკეთესო სტუდენტი. სამი სტუდენტი კი ემზადება გასამგზავრებლად. აღნიშნული რიცხვი მომავალშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ჩვენ მომავალშიც მივცემთ ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას. გვინდა რაც შეიძლება მეტმა ნიჭიერმა და მოტივირებულმა ახალგაზრდამ შეძლოს გაერთიანებული სამეფოში მისთვის სასურველ უნივერსიტეტში სწავლა, უნიკალური გამოცდილების მიღება და უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR - მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.
ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ:
ჩივნინგი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიანტები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან; დღესდღეობით, ჯამში 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.
2023-2024 წლის სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და ის 2022 წლის 1-ელ ნოემბერს, 12:00 სთ-ზე (ბრიტანეთის დროით) დასრულდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის და ასევე ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















