"როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ" - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის" კამპანიას შეუერთდა
საქართველო, თბილისი - 13:37 | 16.08.2022 ნანახია: 592
"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილება საქართველოში არც ისე მარტივია" - პარაოლიმპიელი სპორტსმენი ირმა ხეცურიანი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი შესაბამისი, ადაპტირებული გარემოს შექმნა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე: "დანიშნულების ადგილამდე მისვლა ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ერთადერთი ტრანსპორტი ტაქსია, რითაც შეგვიძლია შედარებით მარტივად გადავადგილდეთ. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საერთოდ ვერ ვსარგებლობ, რადგან გაჩერებამდე მისვლა საკმაოდ რთულია. ყველა გაჩერებაზე არც იმის შესაძლებლობაა, რომ ავტობუსი სწორად მოუდგეს ჩემს ეტლს. სამწუხაროდ, არც მძღოლების გადამზადება ხდება, როგორ უნდა დაეხმარონ ეტლით მოსარგებლე ადამიანს და არც ის იციან, რომ ჩვენი დახმარება მათი ვალდებულებაა".
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციფიკური და ინდივიდუალური საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, მათი გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობა ადაპტირებული გარემოა. რეგიონებსა და დედაქალაქში კი მსგავსი პირობები ნაკლებად ხელმისაწვდომია. მოუწესრიგებელი ბორდიური, დაზიანებული პანდუსები, არასწორად გაჩერებული ავტომობილები შშმ პირებისთვის მოუგვარებელი პრობლემა და დამატებითი დაბრკოლებაა.
"ასეთ სიტუაციებში ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ვშვრები. ყოფილა შემთხვევა - დამირეკავს შესაბამის უწყებაში და მითხოვია, როგორმე უზრუნველეყოთ ჩემი დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა ამაოდ. ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა ბორდიურზე მოვდიოდი ჩემს დასთან ერთად და უეცრად, ზუსტად ჩემს წინ გააჩერა მძღოლმა ავტომობილი. სამწუხაროდ, არც თხოვნამ და არც მუქარამ არ გაჭრა - მოგვაძახა, დამელოდეთ 10 წუთი და გავალო. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა და ვფიქრობ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რას აშავებენ. სწორედ ეს უნდა მივიტანოთ ამ ადამიანებამდე და ავუხსნათ, რომ მათი კომფორტი სხვისთვის შესაძლოა საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს".
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკინგით სარგებლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ავტომობილი კონკრეტულად შშმ პირს ეკუთვნის და მასზეა გაფორმებული.
"თუ ავტომობილი შენ არ გეკუთვნის, სპეციალურ სადგომზე ვერ გააჩერებ. ეს დამატებითი ბარიერია, რადგან საქართველოში ძალიან ცოტაა შშმ პირი, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ამის მიზეზი სწორედ ის გარემოა, რაც ეტლით მოსარგებლე ადამიანს ავტომობილით გადაადგილებისას ხვდება.
პრობლემაა ტაქსის გაჩერებაც, იმიტომ რომ მასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშნული. ვფიქრობ, ამ კუთხითაც უნდა შეიცვალოს რაღაცები, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად".
ირმა ხეცურიანი "თეგეტა ჰოლდინგის" წამოწყებას სიამოვნებით შეუერთდა და ფიქრობს, რომ მსგავსი კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
"ჩვენს მოსახლეობას არც მოწოდება უყვარს და არც მოთხოვნა, ამიტომ უბრალოდ ვთხოვდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით, მეტად გააზრებით, მეტი სიფრთხილით იმოძრაონ.
საგზაო მოძრაობის მიმართულებით ადამიანების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მე მუდამ ვფიქრობ სხვის კომფორტსა და მათი უფლებების დაცვაზე, ასევე უნდა მოიქცეს ყველა.
როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ".
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















