საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა
საქართველო, თბილისი - 10:03 | 18.08.2022 ნანახია: 719
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტის განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკისა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად კასპში სანერგე მეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსი კი 60 000 ლარს აღწევს.
„ჩვენი მეურნეობა 0,18 ჰა მიწის ფართობზეა გაშენებული, რომელზეც განთავსებულია სათბური, სადაც ხდება ფისტას თესვა-მოყვანა. მოყვანილი ნერგის გადარგვა კი ხდება 1,25 ჰა მიწის ფართზე. ამ ეტაპზე გამოგვყავს 20 000-დან 25 000 ერთეულამდე ნერგი. ვგეგმავთ გამოყვანილი ნერგების რაოდენობა 3-ჯერ გავზარდოთ. პროდუქციის რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე ვახდენთ. ბანკის მხარდაჭერით შევძელით 6 ჰა მიწის ფართის შეძენა, სადაც 3 ჰა მიწის ფართზე დამატებით ფისტას ახალაღმოცენებულ ნერგებს გადავიტანთ, ხოლო დანარჩენ ფართზე ვგეგმავთ ისევ ფისტა გავაშენოთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაპირველად ნერგების მოთხოვნა 10 000 ერთეულამდე იყო, ამ ეტაპზე კი მოთხოვნა დაახლოებით 3 ჯერ არის გაზრდილი და ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება. ვფიქრობ ბიზნესის გაფართოებით შევძლებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, - ამბობს მცირე მეწარმე, ივანე ლელაშვილი.
„რეგიონებში მცირე მეწარმეების მხარდაჭერა ბანკის პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი მეწარმისთვის შეგვეწყო ხელი, გაეზარდა მეურნეობა და გაეძლიერებინა ბიზნესი. ფინანსური რესურსი გაცემული იყო სასათბურე ფართის მოსაწყობად და მიწის ნაკვეთის შესაძენად, სადაც დაგეგმილია ნერგების კიდევ უფრო მეტი რაოდენობით წარმოება, მისი გამოყვანა და რეალიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი ფისტას ნერგებზე მოთხოვნილება, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროექტი იქნება ეკონომიკურად გამართლებული. ეს კი მეწარმეს მისცემს სამომავლო განვითრების შესაძლებლობას. უკვე არის კიდეც ეს გეგმაც, რაც მოიცავს სპეციალური დანადგარის შეძენას, რომელიც უკვე მიღებული ნაყოფის მოხალვისა და ამ ფორმით რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















