სპეციალური შეთავაზებები "ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან"
საქართველო, თბილისი - 12:07 | 18.08.2022 ნანახია: 821
ტოიოტას მარკის მოდელები გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა, თუმცა სხვადასხვა სეზონზე ნებისმიერი ავტომობილის შემოწმება უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია.
ზაფხულის დადგომასთან ერთად რეკომენდებულია შემოწმდეს ავტომობილის კონდიცირების სისტემა, სავალი ნაწილი, ზეთები, ფილტრები და სათადარიგო ნაწილები. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" ტოიოტას მარკის ავტომობილების მფლობელებს, ამ სერვისებით სარგებლობა 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ფასდაკლება ვრცელდება ტოიოტას ბრენდული აქსესუარების ონლაინ შეძენის დროსაც.

გარდა ფასდაკლებებისა, "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" სექტემბრის ბოლომდე, ტოიოტას ავტომობილებისთვის სპეციალური სერვისის კამპანია მოქმედებს. შეთავაზების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უფასოდ მოხდება ავტომობილებისთვის კამპანიით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება.
იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიგოს, ეკუთვნის თუ არა სპეციალური სერვისის კამპანია, ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი, სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს და მიჰყვეს ინსტრუქციას. თუ ავტომობილი, აქციის ფარგლებში არსებული შეთავაზების პირობებს შეესაბამება, ტექნიკური მომსახურების ცენტრში უფასოდ შეამოწმებენ და საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენ, მათ შორის შესაძლებელია კომპონენტების გაუმჯობესებული ნაწილების შეცვლაც.
მომხმარებლებს, რომლებიც სპეციალური სერვისის კამპანიით ისარგებლებენ, "ტოიოტა ცენტრი თეგეტას" 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ, რომლის გამოყენება ნებისმიერ მომსახურებაზე, სათადარიგო ნაწილსა და აქსესუარზეა შესაძლებელი.
"ტოიოტა ცენტრი თეგეტაში" აქციებით სარგებლობისას სერვისცენტრში ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.
"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















