sagzaokultura.ge – "თეგეტა ჰოლდინგის" ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი შეიქმნა
საქართველო, თბილისი - 17:30 | 24.08.2022 ნანახია: 891
"თეგეტა ჰოლდინგი" საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვას განაგრძობს. ახალი კამპანიის ფარგლებში ვებგვერდის შექმნა სწორედ გრძელვადიანი გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის კულტურის საკითხებზე საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.
სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე - sagzaokultura.ge-ზე მოქალაქეები საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებას შეძლებენ, გაეცნობიან უკვე შექმნილ 20 საგზაო ნიშანს და კულტურული მართვის შესახებ საჭირო რეკომენდაციებს.
მარიამ კარკალაია, "თეგეტა ჰოლდინგის" მარკეტინგის დირექტორი: "კამპანიის დაწყებამდე საზოგადოებას ვკითხეთ, ყველაზე მეტად რა აწუხებდათ ქალაქში
გადაადგილებისას. როგორც ვვარაუდობდით, ეს საკითხი ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მწვავე აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც კამპანიის მნიშვნელოვანი აქტივობები მოიყრიდა თავს და ასევე საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა, ამ კამპანიას გამოხმაურებოდა. თეგეტა, როგორც ავტოინდუსტრიის ლიდერი რეგიონში, მუდმივად ზრუნავს, რომ ეს სფერო ქვეყანაში ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. დროთა განმავლობაში კი, გვჯერა, ამ წესების დაცვა თითოეული მოქალაქისთვის ჩვევად და ყოველდღიურობად იქცევა და საგზაო მოძრაობის კულტურა გაუმჯობესდება".
საგზაო მოძრაობის კულტურის კამპანია ადამიანების ქცევის ცვლილებას ემსახურება. სწორედ ამიტომ მასზე მუშაობის დროს ჰოლდინგში გადაწყვიტეს, პროექტში აქტიურად ჩაერთოთ თავად საზოგადოების წევრები და აქცენტი მათთვის ყველაზე მტკივნეულ და რეალურ პრობლემებზე გაეკეთებინათ.
ვებგვერდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ახალი საგზაო ნიშნის დამატების შესაძლებლობაა. მომხმარებელს შეუძლია სპეციალურ ველში ჩაწეროს და გააგზავნოს საგზაო მოძრაობის მონაწილეების ის მანკიერი ჩვევები, რომლებიც უნდა, რომ კამპანიაში მოხვდეს. კამპანიის ფარგლებში იგეგმება დამატებით 10 საგზაო ნიშნის შექმნა, რომელთა თემატიკაც საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით შეირჩევა.
sagzaokultura.ge-ზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეავსოს ტესტი და გაიგოს, რამდენად იცნობს საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ შექმნილ ახალ ნიშნებს.
ვებგვერდზე განთავსებულია კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საგზაო მოძრაობის კულტურის მნიშვნელობაზე საუბრობენ. კონტენტი მუდმივად განახლდება და გარკვეული პერიოდულობით საგზაო მოძრაობის კულტურასთან დაკავშირებული საინტერესო ბლოგებიც განთავსდება.
ვებგვერდის დიზაინზე, ისევე როგორც ალტერნატიული საგზაო ნიშნების შექმნაზე, „ჰოლი მოტორსის“ დიზაინერების გუნდმა იმუშავა.
"თეგეტა ჰოლდინგის" შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვის-ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















