BBC კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს
საქართველო, თბილისი - 13:22 | 12.09.2022 ნანახია: 551
BBC სამოგზაურო გვერდზე კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა პრიანკმა შანკარმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს იმერეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.
სტატიაში აღწერილია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტი და მონასტერი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.
"თბილისიდან 220 კილომეტრი ვიმგზავრე და საოცარი ქვის სტრუქტურა აღმოვაჩინე. მანამდე დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი ბერძნული მეტეორაზე მდებარე მონასტრით, რომელიც ბუნებრივი კლდის ბასრი სვეტებით გამოირჩევა. შემდეგ შევიტყვე საკმაოდ ორიგინალური მონასტრის შესახებ, რომელიც საქართველოში მდებარეობს და აქ მოსახვედრად ბერებს აძრომა სჭირდებათ. კაცხის სვეტზე მდებარე მონასტერში ბერები საუკუნეებია ცხოვრობენ, დღეს ეს ადგილი მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის პილიგრიმულად საინტერესოა, კაცხის სვეტი უამრავ ტურისტს იზიდავს".
სტატიაში აღწერილია ბერების ცხოვრება და კაცხის სვეტის მონასტრის აღდგენის ისტორია.
"ისტორიკოსების ვარაუდით ბერებმა კაცხის სვეტზე მოღვაწეობა დაახლოებით მე-10 საუკუნიდან დაიწყეს. ოსმალების შემოსევის დროს ბერები სვეტზე აღარ ადიოდნენ. მონასტრის მდგომარეობა 1944 წლამდე ბურუსით იყო მოცული. სწორედ ამ წელს კაცხის სვეტზე ქართველი მწერლები ლევან გოთუა და აკაკი ბელიაშვილი, არქიტექტორი ვახტანგ ცინცაძე და ალპინისტი ალექსანდრე ჯაფარიძე აძვრნენ, მათ ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს. ექსპედიციის წევრებმა ეკლესიის ნანგრევებთან ერთად სამ კელიას და ღვინის მარანსაც მიაკვლიეს.
მონასტრის ხელახალი აღმოჩენიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დახმარებით, ბერმა მაქსიმე ქავთარაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ტაძარი აღადგინა. დამონტაჟდა 40 მეტრიანი ლითონის კიბე", - წერს BBC-ის ჟურნალისტი.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















