ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 15:50 | 13.09.2022 ნანახია: 483
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქ. ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას - ანალენა ბერბოკს შეხვდა. მინისტრებმა შეხვედრისას კმაყოფილებით აღნიშნეს როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ბერლინში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი ვიზიტი და მისი შეხვედრა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე ფედერალურ პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს და განამტკიცებს საქართველოსა და გერმანიის პარტნიორულ ურთიერთობებს.
შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობას.
მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც გერმანიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წვერი ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გამოხატული, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბერლინის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ მიმართულებით მიესალმა ქართული მხარის მცდელობებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებით და თბილიში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის და სომხეთის მინისტრებს შორის.
მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაცვალეს ინფორმცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. როგორც გერმანულმა მხარემ აღინიშნა, ბერლინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის პარქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ გზაზე.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და მის შედეგებზე, მათ შორის ევროკავშირის სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების კონკრეტულ ინიციატივებსა და პროგრამებზე. ასევე, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესზე.
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსკაუთრებულ როლს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ამ მხრივ გერმანიის ინტერესს დაეხმაროს საქართველოს.
მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, ასევე გერმანული ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესი, რასაც დამატებით შეუწყობს ხელს 2023 წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაიწლეობა “ITB Berlin 2023”-ში. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმოს ხელმოწერას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















