27 სექტემბერს, თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება
საქართველო, თბილისი - 12:32 | 15.09.2022 ნანახია: 518
27 სექტემბერს, თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.
"27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს - აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.
დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს - ქართველები შინ დავბრუნდეთ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი, უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“.
"პოლიტიკა შეუძლებლის გარდაუვლად ქცევის ხელოვნებაა, ჩვენ ყველა ვხედავთ, რა შეუძლია უკრაინელი ხალხის თავგანწირვას. მაშინ, როდესაც ყველა ვარაუდობდა, რომ კიევი სამ დღეში დაეცემოდა, დღეს უკრაინა ტერიტორიებს იბრუნებს და რუსები გარბიან.
ამ დროს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელმაც გუშინ თავისი მსახურის პირით რეალურად აფხაზეთი და ცხონვალის რეგიონი სუვერენულ უკრაინას შეადარა და ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უარყო.
ჩვენ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს შევიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან და მსვლელობას დავასრულებთ აქციით პარლამენტის წინ, სადაც დავუჭერთ მხარს საქართველოს და უკრაინის ტერიტორულ მთლიანობას და ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველებს აქვთ შანსი, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ, ოღონდ ქართველების დაბრუნების გზა გადის ამ რეჟიმის ამოძირკვაზე" - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„საქართველოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მომავალს, თავისუფალ სამყაროში დაბრუნებას, ქვეყნის გამთლიანებას დღეს ჰყავს ორი მტერი, ერთი არის გარე მტერი, რუსეთი, რომელიც მთელი თავისუფალი სამყაროს საფრთხეა, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს გენოციდი მოგვიწყო 90იანი წლების დასაწყისში, რომელიც თავს დაგვესხა 2008 წელს, რომელიც დღესაც ცდილობს ჩვენი სახელმწიფროობიობის მოსპობას და
ჩვენ სამწუხაროდ გვყავს ადგილობრივი მტერი ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც ყოველდღე კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს ყველას დასანახად თავის რეალურ ბუნებას, პუტინისტურ-კოლაბორაციონისტულ ბუნებას, რომელიც მზად არის ერთი კაცის ფულს და ძალაუფლებას შესწიროს ჩვენი ქვეყნის მომავალი. კობახიძის ბოლო განცხადება, სადაც მან პრაქტიკულად რუსეთის აგრესია უკრაინაში და საქართველოს მიერ ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ამის კიდევ ერთი უტიფარი, შეურაცხმყოფელი მტკიცებულებაა.
ჩვენ, ევროპული საქართველო თანამოაზრე ორგანიზაციებთან ერთად ვაპირებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღეს. სოხუმის დაცემის დღეს, გავმართოთ ეს ღონისძიება, მსვლელობა და შემდეგ პარლამენტთან პროგრამა.
ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ გავიაზროთ ხელახლა რამხელა ბოროტება და საფრთხეა რუსეთი, რომელმაც როდესაც ჩვენ მარტო ვიყავით დასავლეთის ყოველგვარი დახმარებისა და მონაწილეობის გარეშე, არც ნატოსა და ევროკავშირის საკითხი იდგა, როცა რუსეთი ყველაზე სუსტი იყო ალბათ უახლესს ისტორიაში, მაშინაც კი რა დღეში ჩააგდო საქართველო, როგორი გენოციდი მოგვიწყო და რამხელა საფრთხეა.
ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს აკეთებს საკუთარი ინტერესების დასაცავად, უნდა რომ მარტო დაგვტოვოს ამხელა ბოროტების წინაშე და თუ ჩვენ ახლა შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესის დაცვას ჩვენი ქვეყნის შიგნით ამ რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლითა და პროდასავლური, ლიბერალურ-დემოკრატიული ხელისუფლების არჩევით ჩვენ გამოვიყენებთ იმ ისტორიულ შანსს, რასაც ქვია საქართველოს გამთლიანება, ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნება, აფაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენი თავისუფლების მყარად დაცვა საბოლოოდ თავისუფალ სამყაროს ნაწილად, ნატოსა და ევროკავშირის ნაწილად.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ
„ჩვენ ვანახლებთ ჩვენს კამპანიას „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის. ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა ყოველდღიურად, თუმცა საჯარო აქციები არ იყო, ახლა ისევ ვანახლებთ მსგავს ღონისძიებებს. ჩვენს მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე იქნება მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ და რუსეთის წინააღმდეგ ომში გმირულად დაღუპული ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას მოვიხსენიებთ“ - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















