Electude - „თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით სიმულაციურ სასწავლო პლატფორმას ნერგავს
საქართველო, თბილისი - 16:43 | 20.09.2022 ნანახია: 665
„თეგეტა ჰოლდინგი“ თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამ მიზნით, „თეგეტა აკადემიაში“ სიმულაციური, ონლაინ სასწავლო პლატფორმა Electude ინერგება. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების აგებულების თეორიული ნაწილის ონლაინ შესწავლა.
„თეგეტა აკადემია“ ინოვაციურ სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განვითარებისთვის“ ფარგლებში ახორციელებს. ონლაინ პროგრამის უპირატესობაა ის, რომ დასაქმებულები გადამზადების პერიოდში სამუშაო პროცესს არ სწყდებიან. ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიაში დასაქმებულთა კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებას.

ნინო ოხანაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით: „პლატფორმა Electude-ის საშუალებით შესაძლებელია, ავამაღლოთ თანამშრომლის თეორიულ-ტექნიკური ცოდნა. ეს არის მოქნილი ინსტრუმენტი, რომლის მომხმარებელსაც შეუძლია, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან გაიღრმაოს ცოდნა საავტომობილო მიმართულებით. პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, სწავლებაში ჩავრთოთ ბევრად მეტი თანამშრომელი, ვიდრე საკლასო ტრენინგებით შევძლებდით და ამავდროულად დავზოგოთ ადამიანური და მატერიალური რესურსები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პლატფორმის ქართულ ენაზე თარგმნა ექსკლუზიური უფლებების თანხლებით. დღეის მონაცემებით, ქართულად უკვე ნათარგმნია 230-ზე მეტი მოდული. აქედან 150 კორექტირებული და გასწორებულია „თეგეტა აკადემიის“ მიერ“.
რაც შეეხება უშუალოდ სწავლებას, საგრანტო აქტივობის ფარგლებში, „თეგეტა აკადემიაში“ შემუშავდება 5 ძირითადი სასწავლო კურსი. მათი მეშვეობით „თეგეტა მოტორსი“ 1 წლის განმავლობაში 1 000-მდე თანამშრომლის გადამზადებას გეგმავს.
„Electude-ს საშუალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ახალი ტექნოლოგიების ცოდნას და, მეორე მხრივ, ვცვლით სწავლების ტექნოლოგიებს. აკადემიაში შემოგვაქვს ის ფორმატები, რომლებიც დღეს თანამედროვე სწავლების შემადგენელი ნაწილია“, - ამბობს ნინო ოხანაშვილი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ Electude საშუალებას იძლევა, კომპანიამ ყველა თანამშრომელს თანაბრად მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ონლაინ პლატფორმა დაეხმარება „თეგეტა მოტორსს“, ცოდნის ერთნაირად მაღალი სტანდარტი შესთავაზოს გუნდის წევრებს, გეოგრაფიული ადგილსამყოფლის მიუხედავად.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ 2013 წელს დაარსდა. ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას, ბიზნესისა და ტექნიკური მიმართულებებით. „თეგეტა აკადემიის“ მთავარი მიზანია, დაეხმაროს კომპანიებს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















