„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 12:34 | 26.09.2022 ნანახია: 599
„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით, პარტიამ გაააქტიურა ორგანიზაციული რეფორმები და გადადგა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და აღნიშნულ გეგმაზე სრული კონცენტრირება. ამ ფონზე, გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო გვიხდება ამ განცხადების გაკეთება, რაც სხვა შემთხვევაში ჩვენთვის არ იქნებოდა პრიორიტეტული.
ტვ პირველის „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით, მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში.
შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ.
უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.
ჩვენ არ ვაპირებდით ამ თემებზე საჯაროდ საუბარს, რადგანაც ეს არ არის ის საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და არ ეხება ქვეყანაში არსებულ მძიმე გამოწვევებს, თუმცა რადგან რამდენიმე ადამიანმა საკუთარი პირადი მიზნების მისაღწევად გადაწყვიტა მცდარი ინფორმაციის გავრცელება, შევთანხმდით, რომ აუცილებელი იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის პოზიციის დაფიქსირება.
რუსული ოცნების სტრატეგიაა, საზოგადოებაში გააჩინოს უიმედობა და ნიჰილიზმი. ამ მიზნით მათ არაერთხელ უცდიათ პროვოკაციების მოწყობა და ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირების სურათის შექმნა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების მიერ განხროციელებული ნაბიჯები და განცხადებები ნებსით თუ უნებლიედ ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს.
აგრეთვე აღნიშნული ქმედებები ქმნიან ხელსაყრელ გარემოს, რათა ოლიგარქის მიერ მიტაცებულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა პარტიის აქტიურ წევრებზე ყალბი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა წამოიწყონ.
ქვეყანა სოციალური და ეკონომიკური კუთხით უმძიმეს მდგომარეობაშია, ასიათასობით მოქალაქე ტოვებს საქართველოს, მუდმივად მიმდინარეობს ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმის მხილება, გამომჟღავნდა ხელისუფლების რუსული კავშირები და პრორუსული პოლიტიკა. ოლიგარქის სისტემა ირყევა. საზოგადოების აზრი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ პარტნიორებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა – ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის.
ამ ვითარებაში, მთავარი აქცენტი ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დამარცხებაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ხელი „რუსული ოცნების“ სტრატეგიას, რომელიც ითვალისწინებს მთავარ ოპოზიციურ პარტიაში დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების განცდის შექმნას.
რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, რაზეც დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე პარტიაში დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს ჩვენი არჩევანია, რადგან ანგარიშვალდებულად ვგრძნობთ თავს ჩვენს ამომრჩეველთან.
ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიანია სტრატეგიაში – მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხელისუფლების ცვლილება ვადამდელი არჩევნების გზით, დაჩქარებული ტემპით აუცილებელი რეფორმების გატარება და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება. ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის წინაპირობა.
ჩვენ ღია ვართ დისკუსიისთვის, როგორ დავაჩქაროთ ოლიგარქის მმართველობის დასასრული საქართველოში. ჩვენთვის პარტიის არჩეული თავმჯდომარის და პარტიის მმართველობის მიმართ კრიტიკული და საქმიანი შენიშვნები მისასალმებელია. ამავე დროს, შეურაცხყოფა და ურთიერთობის ქუჩური წესი მიუღებელი და დაუშვებელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ გადაუხვევს ხელისუფლების ვადამდელი არჩევნების გზით ცვლილების არჩეულ სტრატეგიას და ამ გზაზე აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთვისაც ეს იდეა არის მნიშვნელოვანი. ძალა ერთობაშია!“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















