„თბილისის უფასო მაღაზია“ Tegeta Care-ზე
საქართველო, თბილისი - 15:13 | 27.09.2022 ნანახია: 596
სულ ცოტა ხნის წინ, Tegeta Care-ზე, თბილისის უფასო მაღაზიის შესახებ გაჩნდა გრაფა. ეს არის ამბავი, თუ როგორი მარტივი შეიძლება იყოს სიკეთის კეთება.
შეიძლება, უკვე შეგინიშნავთ კიდეც მწვანე „ფურგონი“, თბილისში, ჭავჭავაძის N33-ში, ეს საქართველოში პირველი უფასო მაღაზიაა. მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ, საკვები პროდუქტი, ან სხვა ნივთები „მწვანე ფურგონში“ დატოვოთ. ყოველ კვირა დღეს კი იმ ადამიანებს გაატანენ, ვისაც ძალიან სჭირდება.
თამარ ვახტანგიშვლი, უფასო მაღაზიის დამფუძნებელი, გვიყვება, რომ სხვების დახმარების სურვილი, დიდი ხანია ჰქონდა. მერე აღმოაჩინა, უფასო მაღაზია ახალ ზელანდიაში, სადაც საკვებითა და სხვა პროდუქტებით იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვისაც ეს სჭირდება. ყველაფერი რომ ზუსტად გაეთვალა, ახალ ზელანდიაში, დამაარსებლებს შეეხმიანა. შემდეგ კი, ეს გამოცდილება და საკუთარი სურვილები გააერთიანა. ასე გაჩნდა მწვანე ფურგონი - თბილისის უფასო მაღაზია.
თამარ ვახტანგიშვლი: „ყოველ კვირას, დაახლოებით 200 ადამიანს მაინც ვეხმარებით. ამას საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება. თითქოს, იდეა, თავიდან, ყველას ძალიან მოეწონა და ბევრმა „აიტაცა“ კიდეც, მაგრამ რეალურად, კიდევ უფრო მეტი დახმარებაა საჭირო. თუნდაც, ყოველ კვირას, თითო ადამიანმა 1 პური რომ მოგვიტანოს, ჩათვალეთ, ეს უდიდესი დახმარება იქნება - მინიმუმ, 200 ლარის დაზოგვას შევძლებთ, იმ თანხებიდან, რითაც ჩვენი მეგობარი კომპანიები გვეხმარებიან. სამაგიეროდ, ამ ფინანსებით სხვა, ძალიან საჭირო და მათთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების შეძენას შევძლებთ. როდესაც იმ ადამიანებზე ვფიქრობ, ვინც ჩვენთან მოდის დახმარების მისაღებად, რომ ხარ იმედი, შეიძლება ბოლო იმედიც, იმიტომ რომ იმ დღეს არ აქვს არაფერი საჭმელი, ეს იმხელა მოტივაციაა, არ გაჩერდე, იმუშაო და სხვებსაც მოუწოდო, რომ ჩაერთონ, შეუძლებელია ამაზე თქვა უარი“.
თამარ ვახტანგიშვილი თავად ფინანსისტია. ამბობს, რომ არ იყო ადვილი ამ იდეის რეალობად ქცევა. ადვილი არც ახლაა. რეგულარულად, ამ ეტაპზე, 3 კომპანია ეხმარება, მათ შორისაა „თეგეტა ჰოლდინგი.“
ისევე როგორც სხვა ნებისმიერ საქველმოქმედო იდეას, ამ პატარა მწვანე ფურგონსაც მუდმივი, უწყვეტი დახმარება სჭირდება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი უფასო მაღაზიის იდეამ უწყვეტად იმუშაოს.
რაც შეეხება პლატფორმა Tegeta Care-ს - გარდა იმისა, რომ კომპანია საკუთარი სოციალურ პასუხისმგებლობის პროექტებზე გვიამბობს, ის ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. აქ შეგიძლიათ, გაიცნოთ ადამიანები, მათი იდეები და თქვენც შეიტანოთ წვლილი მათ დახმარებაში, ვისაც ეს მართლა ძალიან სჭირდება.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















