ლუკაშენკო ტერორისტია, ის პუტინთან ერთად დასრულდება - ვიოლა ფონ კრამონი

საქართველო, თბილისი - 13:00 | 29.09.2022
ნანახია: 569

ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს, –  ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ბელაურისის ე.წ. პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტს" ეხმიანება.

“ლუკაშენკო არის ტერორისტი, პუტინის მარიონეტი და არალეგიტიმური მმართველი, რომელსაც არ აღიარებს ევროკავშირი. მისი ვიზიტი ან აფხაზეთის აღიარება ბევრს არ ნიშნავს. მაგრამ შეხსენებაა რუსეთის ყველა დამშოშმინებლისთვის საქართველოში, რომ ბოროტების დაშოშმინება ყოველთვის უკუშედეგს იძლევა. ლუკაშენკო პუტინთან ერთად დასრულდება”, – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერზე”.

28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე