ოპოზიციას ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:13 | 29.09.2022
ნანახია: 426

ოპოზიციურ კოლეგებს ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

"მეგობრებო, ჩვენ ნომერი პირველი პრობლემა გვაქვს რუსების მასიურად შემოდინება, ნომერ პირველი პრობლემაა ის, რომ პრორუსული "ქართული ოცნება" მართავს პროევროპულ უმრავლესობას დღეს საქართველოში. შესაბამისად, ოპოზიციურ კოლეგებს ღიად და დაუფარავად მოვუწოდებ, თქვენი შიდა პრობლემები გაარჩიეთ შიგნით და საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ნუ ახდენთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადავყავართ მეორეხარისხოვანზე. მეორეხარისხოვნად მიმაჩნია ამ თემებზე მსჯელობა, ვინ ვის სად ეხმარება, ასე თუ ისე ეხმარება, ჩემთვის პირველხარისხოვანია პრორუსული "ქართული ოცნების" ჩამოშორება.," - თქვა ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე