"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა, POSTV-ის წილების 52% იყიდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 04.10.2022
ნანახია: 389

ქართული ოცნების" დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც "ხალხის ძალას" შეუერთდა ტელევიზია POSTV-ის წილების 52% იყიდა. ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია POSTV-ის წილების 52%, აღნიშნული გარემოება ხელს შეგვწყობს სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ", - თქვა სოზარ სუბარმა.

"ქართული ოცნებიდან" წასულ ოთხ დეპუტატს - სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან მათი ხუთი კოლეგა უერთდება, ამის შესახებ მათ მოძრაობა "ხალხის ძალის" ბრიფინგზე განაცხადეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე