PACE სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებს და მისი საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 14:52 | 14.10.2022
ნანახია: 305

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუცია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს და მისი საქმის გადახედვისკენ მოუწოდებს.

PACE-მ 13 ოქტომბერს 99 ხმით მიიღო რეზოლუცია, სახელწოდებით, „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომლითაც რუსეთის დღევანდელი რეჟიმი ტერორისტულად არის აღიარებული.

ამასთან, ევროსაბჭოს რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია პუტინის პატიმრად და ნათქვამია, რომ მისი საქმე უნდა გადაიხედოს. დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ერთად, პუტინის პატიმრადაა მოხსენიებული ვლადიმერ კარამურზა. რეზოლუცია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

"ასამბლეა ასევე მოითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეების განხილვას და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის),"- ნათქვამია რეზოლუციაში.

შესწორება 56 ხმით 27-ის წინააღმდეგ მიიღეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე