17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 15:28 | 16.10.2022
ნანახია: 262

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ხვალ, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილი ქალაქ კიშინიოვს ეწვევა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს შეხვდება.

მათივე განცხადებით, მოლდოვის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებითაც შედგება, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნატალია გავრილიცასთან და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარესთან, იგორ გროსუსთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე