საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება
საქართველო, თბილისი - 17:03 | 24.10.2022 ნანახია: 519
საქართველოს ბანკი, როგორც სტარტაპერების ხელშემწყობი ბანკი, ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს, TERMINAL-ში სტარტაპ გრაინდის მომდევნო პანელურ დისკუსიაზე სამი წარმატებული ქართული სტარტაპი წარსდგება. ესენია: Payze, რომელიც ქართულ და უზბეკურ ბაზრებს ონლაინ გადახდების მისაღებად ულიმიტო საშუალებებს სთავაზობს; Kernel, რომელიც მეეწარმეების ცხოვრებას მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით ამარტივებს, როგორც საქართველოში, ასევე, ინდოეთსა და ფილიპინებში; Pulsar AI, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ამერიკაში მუშაობს.
Payze, Kernel და Pulsar AI-ის თანადამფუძნებლები შეხვედრაზე ისაუბრებენ სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესზე, მასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მოულოდნელობებსა და სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენის გზებზე. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაესაუბრონ იმ კომპანიის დამფუძნებლებს, რომლებიც მასშტაბირების შუაგულში არიან.
„საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემამ განვითარების პირველი ეტაპი გადალახა და ახლა უკვე ბევრი სტარტაპი გვყავს, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას. დღესდღეისობით ეს ერთერთი ყველაზე აქტუალური თემაა ადგილობრივ სტარტაპ ეკოსისტემაში, რადგან საქართველო ძალიან მცირე ბაზარია გლობალური წარმატების მისაღწევად. ჩვენი შეხვედრის მიზანიც სწორეს ის არის, რომ ამ მიმართულებით უკვე კარგად გამოცდილმა სტარტაპერებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი დაბრკოლებისა და შესაძლებლობის შესახებ მოუყვნენ“, - განაცხადა სტარტაპ გრაინდ თბილისის თანა-დირექტორმა, გიორგი ტუხაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ქართულმა სტარტაპებმა - Payze-მ და Kernel-მა 500Georgia პროგრამის ფარგლებში გაიარა აქსელერაცია. 500Georgia არის 500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც რეგიონში 500Georgia-ს სახელით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. სწორედ ამ პროგრამის გავლის შემდეგ Payze-მ და Kernel-მა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა შეძლეს.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















