საქართველოს ბანკის აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის BOG sCoolApp უკვე ხელმისაწვდომია
საქართველო, თბილისი - 12:47 | 28.10.2022 ნანახია: 542
საქართველოს ბანკმა ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა. BOG sCoolApp არის პირველი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული.
საწყის ეტაპზე პლატფორმას ექნება ანგარიშის მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ sCool Card-ზე ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული. ასევე, დამოუკიდებლად შეივსონ მობილური ბალანსი და ახლობლებთან თანხის გადარიცხვა განსხვავებული, სახალისო გზით განახორციელონ. ამასთანავე, მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან.
მომდევნო ეტაპზე, პლატფორმას დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა მიზნის დასახვა, თანხის დაგროვების სწავლა, საკუთარი ფინანსების კონტროლი და მშობლისთვის თანხის თხოვნა. ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ სხვადასხვა სახალისო დავალებებს და წახალისებას.
სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაცია საქართველოში პირველია და ის შემდეგ ინტერესებს აერთიანებს: გართობა, განათლება, სოციალიზაცია და გეიმინგი.
„გადავწყვიტეთ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შეგვექმნა. ამისთვის კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ თუ რა უყვართ, რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ მათ. აპლიკაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მოსწავლეების განათლებაზე. ახალ პლატფორმას აქვს ფინანსური განათლების ისეთი ელემენტები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, გაითავისონ ფინანსების მართვის მნიშვნელობა და დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ახალი იდეის გაჩენიდან, საქართველოს ბანკის გუნდთან ერთად, მოსწავლეები ჩართული არიან აპლიკაციის შექმნისა და განვითარების ყველა ეტაპზე, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მოზარდები მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ახალი ფუნქციების დამატების პროცესში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















