„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო სიმულაციურ პლატფორმას შექმნის
საქართველო, თბილისი - 15:57 | 01.11.2022 ნანახია: 566
მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამის შექმნაზე „თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა, დეივიდ ბლადმა და „თეგეტა აკადემიის“ დირექტორმა ოთარ სიხარულიძემ.
192 000-დოლარიანი გრანტის ფარგლებში, „თეგეტა აკადემია“, თავის პარტნიორებთან - ინფრასტრუქტურის მშენებელთა კომპანიების ასოციაციასთან და Tegeta Construction Equipment-თან ერთად, მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის მომზადება-გადამზადების პროგრამებს შეიმუშავებს, რომელთათვისაც „თეგეტა აკადემია“ სიმულატორს შეიძენს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 385 000 დოლარია.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად მოგვეცემა საშუალება, გადავამზადოთ მძიმე ტექნიკის ოპერატორები და მივცეთ მათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ეს ერთი მხრივ დაეხმარება ბიზნესს შესაბამისი კადრების მომზადებაში, მეორე მხრივ კი შევძლებთ, ბაზარზე კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ ეს პროფესია. „თეგეტა აკადემიისთვის“ პროფესიული უნარების განვითარებაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია და ვფიქრობ, ამ საგანმანათლებლო პროექტის დახმარებით სფეროს განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“.
პროგრამის ფარგლებში „თეგეტა აკადემია“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშავებს და განახორციელებს მომზადებისა და გადამზადების სამ-სამ პროგრამას მძიმე ტექნიკის ოპერატორებისათვის. თეორიული სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან აღჭურვილობების საბაზისო სტრუქტურას, მოვლისა და ექსპლუატაციის წესებს, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. მძიმე ტექნიკის სიმულატორის საშუალებით შესაძლებელი იქნება სრულყოფილი და სიღრმისეული პრაქტიკული ცოდნის მიღება. პროგრამა მძიმე ტექნიკის ოპერატორებს მისცემს შესაბამის ცოდნას და დაეხმარება კვალიფიციური უნარების გამომუშავებაში.
პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ($24 მილიონი აშშ დოლარი) ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარებას, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















