როდის უნდა დავიწყოთ ავტომობილის ზამთრისთვის მომზადება?
საქართველო, თბილისი - 13:28 | 03.11.2022 ნანახია: 630
იმისათვის, რომ ჩვენმა ავტომობილმა ყველა სეზონზე საიმედო მეგზურობა გაგვიწიოს, საჭიროა, ამინდის ცვლილებასთან ერთად, მისი მოვლის სპეციფიკაც შევცვალოთ. საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, თოვლის მოსვლასთან ერთად, კლიმატური ცვლილებები უკვე საგრძნობია და იზრდება გზებზე გადაადგილების რისკი. ზამთრისათვის ავტომობილის მოსამზადებლად არსებობს რამდენიმე სტანდარტული პროცედურა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია უსაფრთხო მგზავრობისთვის.
პირველ რიგში საჭიროა, ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით ჩაანაცვლოთ. ზამთრის საბურავებს წვიმაში, თოვლში, ყინულზე ან უბრალოდ ცუდ ამინდში უკეთესი მოჭიდება აქვს. მისი მეშვეობით მნიშვნელოვნად მცირდება სამუხრუჭე მანძილი. უმჯობესია, თუ ამ ცვლილებას თოვლისა და მინუს ტემპერატურის დადგომამდე განახორციელებთ. საბურავებთან ერთად, აუცილებელია, გამართული იყოს სამუხრუჭე სისტემა.
სეზონურ მოვლასთან პირდაპირ კავშირშია აკუმულატორი, რომლის რთულ საექსპლუატაციო პერიოდად ცხელი ზაფხული და ცივი ზამთარი მიიჩნევა.
რა სჭირდება ჩვენს ავტომობილს ზამთრის მოსვლამდე? - ამის შესახებ „თეგეტა მოტორსის“ სერვისის მართვის განყოფილების უფროსი გურამ გოგოლაძე მოგვიყვება.

რა არის საჭირო და აუცილებელი იმისათვის, რომ ავტომობილი ზამთარს მომზადებული შეხვდეს?
„სეზონის ცვლილება და ტემპერატურის კლება ავტომობილზე საგრძნობლად მოქმედებს. იმისათვის, რომ ჩვენი ავტომობილი ზამთარს მომზადებული დავახვედროთ, აუცილებელია, შევამოწმოთ საბურავების, აკუმულატორის, სამუხრუჭე სისტემისა და ანტიფრიზის მდგომარეობა. ასევე მნიშვნელოვანია, მინის საწმენდ მექანიზმში ჩავასხათ სპეციალური სითხე, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე არ იყინება“.
რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება?
„ზამთარში ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია. ნებისმიერ საბურავს სეზონის აღმნიშვნელი სიმბოლო აქვს - ფიფქი, მზე და სხვა. ჩვენთან ყველაზე პოპულარული M+S (ტალახი და თოვლი) გახლავთ, რომელიც ბევრ მძღოლს ყველა სეზონის საბურავი ჰგონია. სინამდვილეში ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
რა თქმა უნდა, არსებობს ყველა სეზონის საბურავი (All Season), რომელიც აუცილებლად კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. მისი გამოყენება ზამთარში აკრძალული არ არის, თუმცა მაინც რეკომენდებულია მათი სეზონური ცვლილება, რადგან ყველა სეზონისა და ზამთრის რეზინის შემადგენლობა ერთმანეთისგან განსხვავდება.
დაბალ ტემპერატურაზე ზამთრის საბურავს მეტად უკეთესი მოჭიდება აქვს, რაც უსაფრთხოების კუთხით უმნიშვნელოვანესი დეტალია“.
რაც შეეხება სამუხრუჭე სისტემას, რისი შემოწმებაა აუცილებელი ზამთრამდე?
„შეიძლება საბურავებთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით შევასრულოთ, თუმცა პრობლემა მაინც წარმოიშვას. მიზეზი კი სამუხრუჭე სისტემაში უნდა ვეძებოთ, უფრო კონკრეტულად კი სამუხრუჭე სითხესა და ხუნდებში, რომლებიც ამ სისტემის ყველაზე ცვეთადი ნაწილებია.
სამუხრუჭე ხუნდების ცვეთა ინდივიდუალურია და მომხმარებლის სიარულის მანერაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია, პერიოდულად შემოწმდეს მანქანის სამუხრუჭე სისტემა.
სამუხრუჭე ხუნდები ძირითადად ორი ტიპისაა: ხუნდები, რომლებსაც მექანიკური ხმის გამომცემი უყენია და ხუნდები ცვეთის სენსორით, რომელიც სალონში, მაჩვენებელთა დაფაზე გიჩვენებთ, რომ შესაცვლელია.
ხუნდების შეცვლის დროს აუცილებელია, შემოწმდეს საყრდენი დისკები, სუპორტის ცილინდრის მტვერდამცავები და მიმმართველები.
სეზონური ცვლილების დროს სამუხრუჭე სითხის შეცვლა აუცილებელია, რადგან მას განსაზღვრული მუშაობის რესურსი აქვს. სითხე სპეციალური ხელსაწყოთი მოწმდება, რის შედეგადაც ვიგებთ, რამდენად იქმნება სამუხრუჭე სისტემაში საჭირო წნევა, იმისათვის რომ კრიტიკულ სიტუაციაში შევძლოთ ავტომობილის მოკლე მანძილზე დამუხრუჭება“.
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ანტიფრიზის ნაკლებობამ გაგრილების სისტემაში და როგორ უნდა შევამოწმოთ აკუმულატორის მდგომარეობა?
„ანტიფრიზის მთავარი ფუნქცია ძრავისა და მისი დეტალების დაცვაა. შედეგად ძრავის მექანიზმში მისმა ნაკლებობამ შეიძლება საკმაოდ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს - ძრავის ბლოკის გახეთქვა, ასევე პომპისა და სხვადასხვა მილის დაზიანება.
რაც შეეხება აკუმულატორს, მისი გამძლეობა ბრენდისა და ხარისხის მიხედვით იზომება. ხარისხიანი აკუმულატორის გამოყენების ვადა 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. მისი შეძენისას, ხარისხთან ერთად, აუცილებელია ავტომობილის ელექტრული შემოწმებაც“.
„თეგეტა მოტორსში“ ავტომობილის ზამთრისათვის მოსამზადებლად სხვადასხვა ქეშბექ და ფასდაკლების აქცია მოქმედებს. ამასთანავე, ავტომობილისთვის საჭირო სერვისების მიღება, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვალიფიციური, სერტიფიცირებული მექანიკოსების დახმარებით არის შესაძლებელი.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















