„ფრთხილად, საჭესთან ქალია - არაფერია ამაზე მოძველებული, აბსურდული და კომიკური სიტყვათა შეთანხმება“ - ნესტან კვინიკაძე „თეგეტას“ კამპანიაში
საქართველო, თბილისი - 13:14 | 08.11.2022 ნანახია: 542
მწერალი და ტელეწამყვანი ნესტან კვინიკაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად და დამკვიდრებული მანკიერი წესების შესაცვლელად დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ცნობილი სახეები იმ უარყოფით პრაქტიკაზე საუბრობენ, რომლებსაც ქუჩაში, ფეხით ან მანქანით მოძრაობისას აწყდებიან. მძღოლებისა და ქვეითებისთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს კი პერსონალურ წერილში წერენ. მათ პირად მიმართვებს თბილისის ქუჩებში „თეგეტა“ იმ მძღოლებს უტოვებს, რომლებიც საგზაო მოძრაობის კულტურაზე არ ზრუნავენ.
ნესტან კვინიკაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ ქალი გაცილებით ცუდად მართავს ავტომობილს, ვიდრე მამაკაცი. მისი აზრით, სამწუხაროდ, ამ სტიგმას ხშირად თავად ქალები უწყობენ ხელს, როდესაც საქარე მინაზე ან საბარგულთან აკრავენ სტიკერს - „ქალი საჭესთან“.
ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი: „ამის საწინააღმდეგო იმდენი არგუმენტი არსებობს, ჩვენს ისტორიაში იმდენი ძლიერი ქალი არსებობდა და არსებობს - მაგალითად, ჩვენ გვყავდა ქალი მეფე, გვყავდა და გვყავს ქალი პოეტები, მხატვრები, ჩემპიონები, უფროსები თუ თინეიჯერები, რომლებმაც რეალურად შეცვალეს სამყარო. ამ ყველაფერთან მიმართებით სექსისტური სტიკერები ყოვლად შეუსაბამოა. სანამ ჩვენს თავს გამოვუტანთ განაჩენს, ან სხვებს მივცემთ ამის მიზეზს, ყველაფერი გავიაზროთ, საკუთარ თავში დარწმუნებით და ცოდნით შეცვალოთ, მაგალითად, სტერეოტიპი - ფრთხილად, საჭესთან ქალია“.
ნესტან ნენე კვინიკაძის აზრით, ქალების გადაწყვეტილებას, მიაკრან ავტომობილს სექსისტური სტიკერი ორი მიზეზი აქვს. ან საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები, ან სხვების გასაფრთხილებლად აკეთებენ ამას. ფიქრობს, რომ შეუძლებელია ასეთმა „გაფრთხილებებმა“ ცუდი მძღოლი გონს მოიყვანოს, ამიტომ უმჯობესია, სხვა მიმართულებით იმუშაონ ქალებმა, აკეთონ ის, რაც ასეთ სიტუაციებში უკეთ აზღვევთ.
მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულებების პრევენცია ადრეულ განათლებას შეუძლია, ამიტომ ბავშვობის ასაკიდან, მაგალითად, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგზაო მოძრაობის კულტურა და მასთან დაკავშირებული თემები.
(აქ ჩაჯდეს წერილის ფოტო )
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ნენე კვინიკაძის ეს წერილი ქალებს კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარ შესაძლებლობებს. ძლიერი ქალების ისტორიებით მოუწოდებს მათ, სჯეროდეთ საკუთარი თავის. „თეგეტას“ კამპანიით ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატებს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია — იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















