საქართველოს ბანკის, WM-ისა და SOLO-ს ორგანიზებით კოკა რამიშვილის გამოფენა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 11:08 | 10.11.2022 ნანახია: 840
საქართველოს ბანკი WM-თან და SOLO-სთან ერთად საინტერესო კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, 10 ნოემბრიდან, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მხატვარ კოკა რამიშვილის გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ გაიხსნა. გამოფენა 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენა „სიცარიელე, როგორც მოტივი“ წარმოადგენს სიცარიელედან, დეკონსტრუქციიდან, სინათლისაგან და ფერისაგან გამოსახულების პოეტური ფორმირების პროცესს. გამოფენა მულტიდისციპლინარულია და გამოყენებულია, როგორც ფოტო, ვიდეო და ინსტალაცია, ასევე, ფერწერული ნამუშევრები. საგამოფენო სივრცის გათვალისწინებით და სიცარიელის თემის გამოსახატად, ხელოვანის შემოქმედებაში ნამუშევრები სპეციალურად მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდიდან შეირჩა. ზოგიერთი ნამუშევარი, როგორც „უკანასკნელი გალერეა“ ან „ორფეუსის წერილი ევრიკიდეს“ 1987-1991 წლების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
„კოკა რამიშვილი უახლესი ქართული მხატვრობის ისტორიის ერთერთი ცენტრალური ფიგურაა. მისი შემოქმედება პოსტ-საბჭოთა პერიოდის ურთულესი ძვრების ფონზე ჩამოყალიბდა და თავიდანვე რეფლექსურობით გამოირჩეოდა, რთული კონტექსტის შესატყვისი ფორმებისა და მათი შესაბამისი მედიუმების ზუსტი შერჩევით. მისი ყველა პროექტი თამიმდევრულად ვითარდება. კონცეპტუალურად გამართულია და პერფექციონისტული სწრაფვითაა შესრულებული. ის მკვლევარი მხატვარია და ყოველთვის ორიგინალურ კავშირებს პოულობს კონკრეტულ პრობლემასა და აბსტრაგირებულ მსჯელობას შორის,“- ამბობს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ხათუნა ხაბულიანი.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ასეთ საინტერესო გამოფენას. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებმაც სახელი გაითქვეს ისეთი ქვეყნების გამოფენებში როგორიცაა: ინგლისი, გერმანია, იტალია, შვეიცარია, უნგრეთი, საქართველოში არასდროს ყოფილა წარმოდგენილი და ქართველ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, ისინი თბილისში იხილოს. წინ ძალიან საინტერესო გამოფენა გველის. კოკა რამიშვილი არის არტისტი, რომელიც ხელოვნებისა და პიროვნული საზღვრების შენარჩუნებით, ფერისა და სინათლის გამოყენებით სიცარიელეს აქცევს ხილულ, ცოცხალი შემოქმედების საფუძვლად“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
ცნობისთვის, კოკა რამიშვილი თბილისში დაიბადა, რომელიც ჟენევაში ცხოვრობს და მუშაობს. მის მიერ გამართულ რჩეულ გამოფენათა სიაში შედის: სოლო შოუები - „დამოუკიდებელი ორგანიზმი II“; „აეროლენდი“; „გამოსხივება“; „დახვრეტილი ეკრანი“; გალერეა „არტრა“ და სხვა.
კოკა რამიშვილმა საქართველო ვენეციის ბიენალეზე წარადგინა. მის მიერ მოპოვებული ჯილდოებია: ირენ რეიმონდის ფონდის პრიზი (ლოზანა, შვეიცარია, 2014) და ქალაქ ჟენევის მუნიციპალიტეტის გრანტი შემოქმედებითი პროცესების მხარდასაჭერად (ჟენევა, შვეიცარია 2013).
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















