აიქოსის მავნებლობა 3-ჯერ აღემატება თამბაქოს მოხმარებით მიყენებულ ზიანს - ირმა კირთაძე
საქართველო, თბილისი - 14:30 | 12.11.2022 ნანახია: 1740
აიქოსის პოტენციური ზიანი, თამბაქოს მოწევით მიყენებულ ზიანზე 2-3-ჯერ მეტია, - ამის შესახებ „ალტერნატივა ჯორჯია“ მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაზე მიმართული ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე „ფეისბუქლაივის“ დროს, ფსიქიატრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ილიაუნის პროფესორმა, ირმა კირთაძემ განაცხადა.
„მთელ მსოფლიოში ბუმია, ელექტრონული სიგარეტების. მათ შორის, აიქოსების. აიქოსი, რომელიც ფილიპ მორისის პროდუქტია. „i quit ordinary smoking“ , - აბრევიატურა IQOS აქედან მოდის. ბუნებრივია, მარკეტინგმა შექმნა მოლოდინები, რომ ის არის ჩვეულებრივი თამბაქოს, სიგარეტის ალტერნატივები და ამასთანავე, არის ერთგვარად, დამხმარე საშუალებები თამბაქოზე თავის მინებებისთვის, თუმცა ეს ასე არ არის.
აქ, მნიშვნელოვანია, ორი რამ: ერთი - ეს ე.წ. ვეიპი, რომელიც არის სითხე, რომელიც გახურების შედეგად აეროზოლად იქცევა და, რომელსაც ადამიანი შეისუნთქავს, ითვლება რომ იქ არ ხდება პროდუქტების წვა, რასაც ადგილი აქვს თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში. აიქოსის შემთხვევაშიც, ითვლება რომ წვას არ აქვს ადგილი. თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები, რომელიც ბოლომდე ვერ ასკვნის, არის თუ არა ეს ალტერნატივები თამბაქოს, სიგარეტის მოწევისთვის თავის მინებების საშუალება და, ასევე, არის თუ არა მათი მომხარებით მიღებული ზიანი ეკვივალენტური თამბაქოს მოწევისგან მიყენებული ზიანისა.
როგორც ვიცით ორი ტიპის ვეიპი არსებობს: ერთი, რომელიც შეიცავს ნიკოტინს და მეორე - არ შეიცავს. ნიკოტინი, თავისთავად, ფსიქოატიური ნივთიერებაა. მსუბუქი, მაგრამ ფსიქოსტიმულატორია და ამიტომ იქ, სადაც ნიკოტინია, ბუნებრივია განვიხილავთ, როგორც ფსიქოაქტიურ ნივითიერებას. იქ, სადაც არ არის ნიკოტინი, სანაცვლოდ, დამატებულია სურნელოვანი, არომატული ნივთიერებები, რომლებიც დღესდღეობით, შექმნილია 700-ზე მეტი დასახლების", - განაცხადა კირთაძემ.
მისი თქმით, მარკეტინგი გათვლილი ახალგაზრდებზე გათვლილი - ვეიპს სუნი არ აქვს, იოლად დამალვადია, რაც მას მიმზიდველს ხდის მოზარდებისთვის ტრენდულია.
"სინამდვილეში, არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც არანიკოტინ შემცველად შეფუთული ვეპების შეფასებას ეხება. აღმოჩნდა, რომ მათშიც არის ნიკოტინი, რადგან სჭირდება პროდუქციას გაყიდვა და ნიკოტინი არის სწორედ ის ნივთიერება, რომელიც, ჯერჯერობით, რაც მეცნიერებას შეუსწავლია, იმ 4 ათასი ნივთიერებისაგან, რაც შედის თამბაქოში, აქვს დამოკიდებულების პოტენციალი. ამიტომ სწორედ მისი შერევით, სწორედ იმ ვითომ ნიკოტინის არშემცველ პროდუქციაზეც, ვითარდება დამოკიდებულება.
ამავე დროს, თან გვჯერა, რომ თამბაქო, რომელიც წვის შედეგად კუპრსა და მხუთავ აირს წარმოქნის და საზიანოა, თითქოს ეს არ არის ვეიპში ან - აიქოსში. სინამდვილეში, ვეიპში არის ისეთი ნივთიერება, როგორიც არის პროპილენგლიკოლი ზოგჯერ, გლიცერინიც შეიძლება შედიოდეს, მათი გახურების შედეგად კი წარმოიქმნება ფორმალდეჰიდი. ყველამ იცის რომ ეს არის ერთ-ერთი კარცინოგენული ნივთიერება. ამიტომ ის, რომ არ არის საზიანო, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, კუპრი და ნახშირჟანგი ნამდვილად არ არის და თუ შევადარებთ ზიანის თვალსაზრისით, ვეიპის მოხმარება ნაკლებად საზიანოა, ვიდრე - ჩეულებრივი თამბაქოს მოხმარება.
აიქოსის შემთხვევაშიც, არაერთი კვლევის შედეგი აჩვენებს, რომ იქ უფრო მეტი იქმნება ტემპერატურა გახურების შედეგად, ვიდრე, ჩვენ გვიმხელს მისი მარკეტინგი. შესაბამისად, მთლად გახურების დეფინიციაშიც არ ჯდება, რადგან აღმოჩენილია, რომ აიქოსის შიდა ნაწილი, რომელიც გახურებას იწვევს და რითაც არ უნდა ხდებოდეს წესით პროდუქტების წვა, იქ კუპრის ნარჩენი აღმოჩნდა. თუ კი ადამიანი აიქოსის ერთი ღერის მოწევის შემდეგ არ გაწმენდს მოწყობილობას და ისე მოწევს მეორე ღერს. ანუ მოწევათა შორის კუპრის ნადებია აღმოჩენილი. ასევე, აღმოჩენილია ფორმალდეჰიდ-ციანჰიდრიდი მცირე კონცენტრაციით, რომელიც ჯანმრთელობისთვის მცირე კონცენტრაციითაც სახიფათოა.
ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, აიქოსის პოტენციური ზიანი, თამბაქოს მოწევით მიყენებულ ზიანზე 2-3-ჯერ მეტია, სწორედ მასში აღმოჩენილი კუპრის ნადების და მისი მოწევით ამონასუნთქ ბოლში ფორმალდეჰიდ-ციანჰიდრიდის გამო, რომელიც არცერთი კონცენტრაციით არ უნდა იყოს წარმოდგენილი.
თუმცა, როდესაც კვლევების ანგარიშები ქვეყნდება, მნიშვნელოვანია, ვინ არის კვლევის დამკვეთი, ეთიკის საკითხები რამდენად დაცულია. მაგალითად 7 კვლევის შემთხვევაში დამფინანსებელი იყო თამბაქოს ინდუსტრია, ორი იყო დამოუკიდებელი დაფინანსება და ასე შემდეგ. ამიტომ, ჯერ-ჯერობით ჭირს საბოლოო დასკვნის გაკეთება, მით უფრო გართულებულია, გრძელვადიან შედეგებზე საუბარი. იმედია ახლო მომავალში მეტი მტკიცებულება ექნება მეცნიერებას და ერთგვაროვანი დასკვნის გამოტანა შესაძლებელი გახდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, მის 2021 წლის, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობის ტვირთის ანგარიშში აღწერს, რომ ვეიპი უსაფრთხო არ არის, ის ნაკლებად საზიანოა ვიდრე ორიგინალი სიგარეტი. მაგრამ როცა საქმე ეხება მოზარდებს, მიიჩნევა, რომ მათთვის გაცილებით სახიფათოა და არცერთი დოზით მოხმარება სასურველი არ არის. მსოფლიო მასშტაბით, წელიწადში, დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების გამო, მათგან 7 მილიონამდე თამბაქოს მოხმარების პირდაპირი მიზეზით და დაახლოებით 1,2 მილიონი პასიური მწეველობის ანუ - მეორადი ბოლის ზეგავლენით განვითარებული დაავადებების შედეგად”, - განაცხადა კირთაძემ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















