საქართველოს ბანკის მომხმარებელი სასურველი ნივთისა თუ მომსახურების შეძენას უკვე „ნაწილ-ნაწილ“ შეძლებს
საქართველო, თბილისი - 16:51 | 14.11.2022 ნანახია: 508
საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინების მიზნით, მუდმივ რეჟიმში ცდილობს სიახლეების დანერგვას. ამჯერად ბანკმა გადახდის ინოვაციური მეთოდი - „ნაწილ-ნაწილი“ შესთავაზა მომხმარებელს. ახალი ფუნქციონალი იძლევა შესაძლებლობას, მარტივად და მოქნილად შეიძინოთ ნივთი ან სერვისი და ღირებულება კი ნაწილ-ნაწილ, რამდენიმე თვის განმავლობაში დაფაროთ, პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.
გადახდის აღნიშნული მეთოდით სარგებლობა მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით შეუძლია.
„ნაწილ-ნაწილ“ ყოველმხრივ მოქნილი და ჩვენს რეალობას მორგებული სერვისია. ეს არა მხოლოდ გადახდის ახალი მეთოდია, არამედ ტექნოლოგიურად იდეალურად მოწყობილ პროცესს წარმოადგენს, რომელიც სწრაფად და მარტივად გაძლევს შესაძლებლობას, განახორციელო შენთვის სასურველი ნივთის შეძენა, დამატებითი დანახარჯის გარეშე და სახლიდან გაუსვლელად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერმა, თამარ ბეღელურმა.
ნაწილ-ნაწილ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მის მობილბანკში ნახოს ჯამში რა თანხის გადანაწილება შეუძლია, როგორც ერთი, ასევე, რამდენიმე ნივთის შესაძენად თუ მომსახურების მისაღებად. ღირებულება კი არც ერთი თეთრით არ ძვირდება. თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად უანგარიშდება ჯამური თანხა და მისი ნახვა საქართველოს ბანკის ციფრულ არხებშია შესაძლებელი. რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებიც ამ სერვისს მომხმარებლებს შესთავაზებენ, (ბანკის პარტნიორი ორგანიზაციები, დაწესებულებები, მაღაზიები) შეძლებენ მარტივად ნახონ მზა ანალიტიკა, თუ რა პროდუქცია, რა რაოდენობით გაიყიდა. ეს მათ დაეხმარება კიდევ უფრო გაზარდონ გაყიდვები და სწორი მიმართულებით განვითარდნენ.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















