„პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს
საქართველო, თბილისი - 17:40 | 14.11.2022 ნანახია: 575
არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები თერაპიულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებებს უსასყიდლოდ იღებენ. ბენეფიციარების უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. მათი ნაწილი, განსაკუთრებული საჭიროებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ სარგებლობს. ბავშვების კომფორტული ტრანსპორტირებისთვის ორგანიზაციას ჰყავს საკუთარი მიკროავტობუსი, რომლის სრულ ტექნიკურ მომსახურებაზე უკვე მეორე წელია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ზრუნავს.
დღის ცენტრის მიკროავტობუსი სპეციალურ საჭიროებებზეა მორგებული და უზრუნველყოფს ბენეფიციარების ყოველდღიურ ტრანსპორტირებას, როგორც დღის ცენტრამდე და სახლში, ისე სხვადასხვა ღონისძიებასა და გასვლით აქტივობაზე. გარდა ამისა, დღის ცენტრის მომსახურება ორჯერად კვებასაც მოიცავს და საკვების ტრანსპორტირებაც ამავე მიკროავტობუსით ხდება.
გუჩი თავხელიძე, „პირველი ნაბიჯის“ მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების მენეჯერი: „მიკროავტობუსით ყოველდღიურად 20-ამდე ბავშვი მოგვყავს დღის ცენტრში. ამ ბავშვებისთვის გამართული ტრანსპორტის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, პირადი ტრანსპორტის შესაძლებლობაც არ აქვთ. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მხარდაჭერით მუდმივად გვყავს გამართული ტრანსპორტი და იმის ცოდნა, რომ ბავშვები ყოველდღიურად უსაფრთხოდ და უპრობლემოდ გადაადგილდებიან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

პარტნიორობის ფარგლებში, „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ „პირველი ნაბიჯის“ მიკროავტობუსის გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ნებისმიერ მომსახურებას უზრუნველყოფს. ბავშვებისთვის განკუთვნილ ტრანსპორტს საჭირო მომსახურებას პროფესიონალი მექანიკოსები თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ, ევროპული სტანდარტის სერვისცენტრში უწევენ.
თამარ კიკნაძე, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ვის, თუ არა ჩვენ, „თეგეტა თრაქ ენდ ბასს“, უნდა ეზრუნა „პირველი ნაბიჯის“ მიკროავტობუსის გამართულობასა და ბენეფიციარების უსაფრთხო გადაადგილებაზე. როგორც კი ორგანიზაციის საჭიროების შესახებ გავიგეთ, მაშინვე ვიგრძენით ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ჩვენს სერვისცენტრებში სრულიად უსასყიდლო მომსახურება შევთავაზეთ, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. გვიხარია, რომ ამ ქმედებით წვლილი შეგვაქვს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სოციალურ ინტეგრაციაში“.
მიკროავტობუსი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის კამპანიის შესაბამისად, მთავარი მესიჯით - „ზრუნვა ცვლის სამყაროს“ - გაფორმდა, იმის შესახსენებლად, რომ ხშირად სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთი ადამიანის მცირედი მონდომებაც კი საკმარისია.
ზრუნვის კამპანიის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ ერთი წლის წინათ შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ პლატფორმას tegeta.care, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია სასურველი ორგანიზაციის შერჩევა, დონაციის მარტივად გაკეთება და ასე ზრუნვა ბავშვებზე, მოხუცებზე, განათლებაზე, ცხოველებზე, გარემოსა და სიცოცხლეზე.
---
Tegeta Truck and Bus: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.
კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















