„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სოციალურ მეწარმეთა ფორუმზე საწარმო „ლიდერი“ დააჯილდოვა(R)
საქართველო, თბილისი - 18:02 | 18.11.2022 ნანახია: 53917 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში წლის სოციალური საწარმო გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე გადასული სამი საწარმოდან: „ლიდერი“, „ტენე“ და „დედიკო“, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება სოციალურ საწარმო „ტენეს“ ერგო. გამარჯვებულმა წლის სოციალური საწარმოს სტატუსი და ფულადი ჯილდო მიიღო.
ღონისძიების მხარდამჭერმა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კი ჯილდო სოციალურ საწარმო „ლიდერს“ გადასცა. ქალაქ გორში მდებარე სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ორ სოციალურ მიზანს აერთიანებს. საწარმო ზრუნავს შიდა ქართლში მცხოვრები სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებაზე და ასევე მუშაობს ტექსტილის ნარჩენების შემცირებაზე, მისი გადამუშავების გზით.

ნინო გიორგაძე, სოციალური საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი: „ჩვენი საწარმოს საშუალებით 400-ამდე ქალმა ახალი პროფესია შეიძინა და დასაქმდა. რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენების შემცირებას, 2022 წელს 10 ტონა ტექსტილი ახალ პროდუქტად ვაქციეთ და მისი რეალიზაცია მოვახდინეთ. ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის, კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს, ხელი შეუწყონ სოციალურ საწარმოებს და მათი ცნობადობის გაზრდას.“
„ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ქალთა გაძლიერება და გარემოზე ზრუნვა საკვანძო ღირებულებებია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქალთა როლის გაზრდას საზოგადოებაში.
თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით ჯილდო გადაგვეცა საწარმოსთვის, რომლის საქმიანობაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებთან თანხვედრაშია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გარემოზე ზრუნვა და ქალთა გაძლიერებაა. სოციალური საწარმო „ლიდერის“ საქმიანობაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. მომავალშიც ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით წვლილი შევიტანოთ საზოგადოებაში ქალის როლის გაზრდასა და გაძლიერებაში“.
სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ღონისძიება წელს მეთერთმეტედ გაიმართა. მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში სიახლეების გაცნობაა.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ,,ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















