საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:30 | 25.11.2022 ნანახია: 450
საქართველოს ბანკი აგრომიმართულების პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით, 29-30 ნოემბერს, სასტუმრო შერატონში „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, საქართველოს სამაცივრე მეურნეობების და ლოგისტიკის ასოციაციასთან (GCSLA) ერთად ახორციელებს.
ღონისძიება აგრო ექსპორტის მიმართულების განვითარების შესაძლებლობებს ეხება. მომხსენებლები სწორად მოყვანილი კენკრის და ხილ-ბოსტნის ჯანსაღ კონდიციაში შენახვის, ტრანსპორტირებისა და ექსპორტზე გატანის საკითხებზე ისაუბრებენ. კონფერენციაზე 5 ძირითადი თემა იქნება განხილული:
-
ხილისა და ბოსტნეულის ხარისხის სტანდარტები - აუცილებელი ნაბიჯი ცივი ჯაჭვის განვითარებისთვის;
-
ცივი ჯაჭვის რგოლები - მონაწილეების კოოპერაციის მოდელები;
-
ცივი ჯაჭვის განვითარებაში შესაბამისი ასოციაციების როლი;
-
მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზების მნიშვნელობა სექტორისთვის;
-
საექსპორტო ბაზის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ „ცივ ჯაჭვში“ ჩართული კომპანიები და ორგანიზაციები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან. ღია დისკუსიების ფორმატი ცივი ჯაჭვის მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და გამოავლინონ საექსპორტო ვაჭრობის კუთხით პარტნიორობის შესაძლებლობები.
ღონისძიებას 100-მდე ორგანიზაცია და კერძო პირი დაესწრება. ესენი არიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი სამაცივრე მეურნეობის წარმომადგენლები; ექსპორტიორები; ასოციაციები; სოფლის განვითარების სააგენტო და საცალო ქსელის ობიექტების წარმომადგენლები.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, გაზარდონ გაყიდვები, გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების განვითარების ღონისძიებას. „ცივი ჯაჭვის“ რეგიონული კონფერენცია, ეს არის დამსწრე აუდიტორიისთვის კარგი შესაძლებლობა გამოცდილების გაზრდის და ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. კონკრეტულად, ეს ეხება იმას, თუ როგორ შეძლოს მიმწოდებელმა ექსპორტზე პროდუქტის სწორად და ჯანსაღ მდგომარეობაში გატანა. რაც ცხადია, მოწინავე პრაქტიკის გათვალისწინება ორმაგად გაზრდის მომხმარებელს და ექსპორტზე გატანილ პროდუქციას. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად მხარი დავუჭიროთ მსგავს პროექტებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ცნობისთვის, ცივი ჯაჭვი ლოგისტიკური ზომების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ ტემპერატურასა და სხვა პარამეტრებს, რომლებიც აუცილებელია პროდუქტის სწორად შენახვისთვის და მისი გადაადგილებისთვის წარმოებიდან მომხმარებლამდე.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















