საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გაშენდა
საქართველო, თბილისი - 11:35 | 30.11.2022 ნანახია: 418
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, აგრომიმართულების პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, მეწარმემ ბექა ნახუცრიშვილმა ახმეტაში 25 ჰა-ზე ვენახი გააშენა. პროექტის ჯამური ღირებულება 750 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია კი 150 000 ლარს შეადგენს.
ბექა ნახუცრიშვილს ახმეტაში ვენახებთან ერთად სასტუმრო, რესტორანი და მარანი აქვს მოწყობილი. ტურისტებს მის მიერ დაწურული საფერავის, რქაწითელის, მწვანის და ქისის დაგემოვნება ადგილზე შეუძლიათ. მეწარმე ქვევრის ღვინოს აწარმოებს და მას ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა სამომავლოდ განვითარებას და ღვინის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
„2004 წლიდან დაკავებული ვარ მევენახეობით და მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 25 ჰა-ზე შევძელით ვენახის გაშენება. 2020 წელს კი მარნის მოწყობა გადავწყვიტეთ, სადაც აქ მოსულ სტუმრებს ჩვენი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ასევე გავაკეთეთ რესტორანი და სასტუმრო, რათა ტურისტებისთვის მეტად კომფორტული და სასიამოვნო გარემო შეგვექმნა. ისინი უკვე აქ დარჩენასაც შეძლებენ“, - განაცხადა მეწარმემ, ბექა ნახუცრიშვილმა.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთ მეწარმეს შევუწყოთ ხელი, რათა მეტად განვითარდეს და შეძლოს ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოება. ბექა ნახუცრიშვილი საქართველოს ბანკთან 2019 წლიდან პარნიორობს. ამ პერიოდის განმავლობაში მან ახმეტაში ვენახთან ერთად, როგორც მარნის, ასევე სასტუმროსა და რესტორნის გაკეთება შეძლო. ის სამომავლოდ ახალი ჯიშის დამატებას და ექსპორტზე საკუთარი ღვინის გატანას გეგმავს. წარმატებას ვუსურვებთ ბექას, ჩვენ კი კვლავ გავაგრძელებთ მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, განსაკუთრებით რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, ირაკლი ვანიშვილმა.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















