(R) როგორ მოვამზადოთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა ზამთრისთვის
საქართველო, თბილისი - 18:00 | 30.11.2022 ნანახია: 609
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, იცვლება არამხოლოდ მსუბუქი ავტომობილების, არამედ სპეციალური ტექნიკის მოვლის წესებიც. ცივი დღეებისთვის სპეცტექნიკის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რათა შეუფერხებლად შეასრულოს გზის გაწმენდითი, სამშენებლო თუ სხვა სახის სამუშაოები. იმისათვის რომ თქვენმა ტექნიკამ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებსაც გაუძლოს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა დეტალის შემოწმება.
როგორ მოვამზადოთ სპეცტექნიკა ზამთრის სეზონისთვის - ამის შესახებ თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისის მიმართულების ხელმძღვანელი, ზვიად ახლოური, მოგვიყვება.
რა სერვისი უნდა ჩაუტარდეს სპეცტექნიკას, რათა ზამთარს მომზადებული შეხვდეს?
„სეზონის ცვლილება და ტემპერატურის კლება სპეცტექნიკაზე საგრძნობლად მოქმედებს. შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა შემოწმდეს: ჰიდრავლიკის ზეთის სიბლანტე, გათბობის სისტემა, ანტიფრიზი, აკუმულატორი, ძრავის ზეთის მდგომარეობა, ფილტრები, მინის მწმენდის ავზში სითხის მდგომარეობა და სამუხრუჭე სისტემა.“
რა პრობლემები შეიძლება, გამოიწვიოს გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის ნაკლებობამ და რატომ არის მნიშვნელოვანი აკუმულატორის მდგომარეობის შემოწმება?
„ანტიფრიზის ნაკლებობამ შესაძლოა, ძვირადღირებული ძრავები დააზიანოს. თუ გაგრილების სისტემაში, ანტიფრიზის ნაცვლად, მხოლოდ წყალი იქნება მოთავსებული, დაბალი ტემპერატურის პირობებში ძრავი გაიყინება და დაზიანდება.
მნიშვნელოვანია აკუმულატორის ვოლტაჟის გადამოწმებაც, რადგან სიცივეში აკუმულატორი სუსტდება, რის გამოც ძრავს დაქოქვა უჭირს.

ყურადღება უნდა მიექცეს ძრავში ზეთის მდგომარეობას. მინუს ტემპერატურაზე დიდი ხნის შეუცვლელი, უხარისხო, ან არასწორი სიბლანტის ზეთი დაგვიანებით გაიწოვება შეპოხვის სისტემაში, რა დროსაც რკინის დეტალები ზეთის დამცავი ფირის გარეშე ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და მიმდინარეობს დეტალების ზენორმირებული ცვეთა, რაც საბოლოოდ ტექნიკის მფლობელს მიაყენებს მნიშვნელოვან ზარალს.
აგრეთვე მნიშვნელოვანია ჰიდრავლიკის ზეთის სიბლანტე. საქართველოში სტანდარტულ პირობებში ძირითადად ISO სტანდარტის 46, ან 68 სიბლანტის ზეთი გამოიყენება, თუმცა თუ ტექნიკა მაღალმთიან, ან განსაკუთრებით ცივ რეგიონში მუშაობს სასურველია გამოვიყენოთ ISO 32 სიბლანტის ჰიდრავლიკის ზეთი. ნულ გრადუსს ქვემოთ დაუშვებელია ISO 100 სიბლანტის ზეთის გამოყენება. ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორმა სპეცტექნიკით მუშაობის დაწყებამდე, ჰიდრავლიკის ზეთი გაათბოს, მისცეს თავისუფლად ცირკულირების საშუალება, მიიყვანოს სამუშაო კონდიციამდე და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს მუშაობა.
უამინდობაში, გართულებული ხილვადობის პირობებში, აუცილებელია მინის მწმენდის ავზში სპეციალური სითხის ჩასხმა, რომელიც წყალს გაყინვისგან დაიცავს და ოპერატოს შეუნარჩუნებს მაქსიმალურ ხილვადობას, რათა არ დაზიანდეს ტექნიკა და გარშემო მყოფები.“
რა შემთხვევაში უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ჰაერის ფილტრების მდგომარეობას?
„სპეციალური ტექნიკის მაღალმთიან რეგიონებში მუშაობისათვის აუცილებელია შემოწმდეს ჰაერის ფილტრები, რადგან ასეთ ადგილებში ჟანგბადი გაიშვიათებულია, რაც ტექნიკის გამართულად მუშაობას უშლის ხელს. ხარისხიანი ჰაერის ფილტრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტექნიკის პერფორმანსზე და იცავს ძრავს დაზიანებისგან.
აქვე აღვნიშნავ, რომ თუ სპეცტექნიკას -15-17 გრადუსში უწევს მუშაობა, გამოყენებული უნდა იყოს დიზელის გაყინვის საწინააღმდეგო ხსნარი, რადგან ასეთი ტემპერატურის დროს შესაძლოა დიზელი გაიყინოს.
სპეცტექნიკის შემთხვევაში, რამდენად მნიშვნელოვანია საბურავების შემოწმება?
„მსუბუქი ავტომობილებისგან განსხვავებით, სპეცტექნიკაში საბურავები კლასიფიცირდება არა ზაფხულის და ზამთრის, არემედ გრუნტის, ასფალტისა და შერეული გრუნტის კატეგორიებად. ჩვენს რეალობაში მომხმარებლები ხშირად ირჩევენ უნივერსალურ საბურავებს, რომელიც ზამთარში და უგზოობაში არ არის უსაფრთხო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ექსკავატორ დამტვირთველებზე ზამთარში თოვლსაწინააღმდეგო ჯაჭვები გამოვიყენოთ.“

რომელ ფილიალებშია შესაძლებელი სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა?
„თეგეტა მოტორსის სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში შეუძლია. გაყიდვების ობიექტები კი განთავებულია თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ახალციხესა და ხელვაჩაურში.
მეტი კომფორტისა და დროის დასაზოგად, სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისზე „თეგეტა მოტორსის“ 12 მობილური ჯგუფი მუშაობს. მათი დახმარებით, ნებისმიერ რთულ ლოკაციაზეა შესაძლებელი საჭირო სერვისის ადგილზე განხორციელება.
დროისა და ფინანსური დანახარჯის დასაზოგად მომხმარებელს სწრაფ შეკვეთებსაც ვთავაზობთ. საშუალოდ, სწრაფი შეკვეთის შემთხვევაში, ნებისმიერი საჭირო დეტალი, ევროპიდან და თურქეთიდან ორი დღიდან ერთ კვირამდე პერიოდში ჩამოგვაქვს.“
„თეგეტა მოტორსის“ სერვის-ცენტრებში სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სერვისს პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები ახორციელებენ. კომპანიის ფილიალებში, სპეცტექნიკის მფლობელებს შეუძლიათ ანტიფრიზისა და აკუმულატორის მდგომარეობა უფასოდ შეამოწმონ. შეთავაზების ფარგლებში უფასოა ზეთის, ფილტრების, აკუმულატორის ან გაგრილების სითხის შეცვლაც.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია “თეგეტა მოტორსი” ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსების და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















